ეს დღე ისტორიაში 

[ეს დღე ისტორიაში] 2002 წლის 27 აგვისტო

დღეისათვის კომპანია Gateway არ არის ყველაზე მძლავრი მოთამაშე კომპიუტერულ ბაზარზე. ვშიშობ, ბევრს არც კი გაუგია ეს სახელი, სამაგიეროდ ყველამ იცის Acer, რომელმაც ოდესრაც იყიდა Gateway. მაგრამ იყო დრო, როდესაც ეს უკანასკნელი სერიოზული მოთამაშე იყო.

Gateway-ს საქმეები სერიოზულად გაუფუჭდა ამ საუკუნის დასაწყისში და ის იძულებული შეიქმნა გადარჩენის ახალი გზები ეძება. და აქ, ძალიან დროულად გამოვიდა Apple-ის ახალი კომპიუტერი — iMac, რომელზეც ყველა ლაპარაკობდა.

დატკბა რა iMac-ის ცქერით, Gateway-მ საკუთარი ვერსია გამოუშვა, Gateway Profile, რომელსაც LCD-ეკრანი ჰქონდა და ერთგვარი პრეტენზიაც ახალ დიზაინზე.

სარეკლამო ბროშურაში იყო მოკლე, მაგრამ ძალიან გაბედული ფრაზა: „შესაძლებლობას გაძლევთ ათასი აპლიკაციით მეტი გაუშვათ, ვიდრე Mac-ზე“.

მაგრამ ისე მოხდა, რომ ახალი კომპიუტერით არავინ დაინტერესდა. მომხმარებლებმა Gateway Profile ყოველგვარი ენთუზიაზმის გარეშე მიიღეს. შედეგად, როგორც უკვე გასაგებია, გაყიდვები ჩავარდა. და ალბათ სწორედ ეს გახდა კომპანიის კრახის მიზეზი: დანახარჯები წარმოებაზე ვერ ამოიღეს.

კიდევ ერთხელ, 2002 წლის 27 აგვისტოს, Apple-ის კომპიუტერები შეერკინენ კონკურენტს, რომელიც მათთან ბროლაში დამარცხდა.

Related posts