90-იან წლებში ბევრი თვლიდა (ხოლო მავანი დღესაც თვლის), რომ კლასიკური Mac OS-ს საკმაოდ ბევრი ნაკლი ჰქონდა. პრობლემა უნდა მოეგვარებინათ. ასე გაჩნდა 1994 წელს Apple-ის ლაბორატორიაში პროექტი „Copland“, რომლის მიხედვითაც უნდა შექმნილიყო ახალი, სრულყოფილი საოპერაციო სისტემა, ყოველგვარი ხარვეზების გარეშე.
ჩანაფიქრი, რათქმაუნდა, საკმაოდ კარგი იყო და პერსპექტიულიც, მაგრამ იყო ერთი პრობლემა: „Copland“-ზე მუშაობა ძალიან ნელა მიმდინარეობდა, ხოლო საბოლოო მიზნები მკაფიოდ ჩამოყალიბებული არ იყო, რაც პრაქტიკულად მიუღწეველს ხდიდა მიზანს. ორი წლის შემდეგ, 1996 წელს, ინჟინრები მიხვდნენ, რომ ეს პროექტი ვერასოდეს გახდებოდა რეალობა.
იმ დროს Apple-ის ტექნოლოგიების დირექტორის თანამდებობა ელენ ჰენკოკს ეკავა, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება დაეხურა ეს პროექტი, რის შესახებ მან განცხადება 1996 წლის 22 აგვისტოს გააკეთა. ამის შემდეგ Apple-მა ყურადღება სტივ ჯობსის კომპანია NeXT-ს მიაპყრო. ხოლო სტივის კომპანიაში დაბრუნების შემდეგ ჰენკოკი საერთოდ გაანტავისუფლეს სამსახურიდან.