კორპორატიული ბაზარი ყოველთვის გემრიელი ლუკმა იყო ნებისმიერი კომპანიისათვის. Macintosh კომპიუტერებმა დიდი აღაირება მოიპოვეს პროფესიონლთა მხრიდან, რომლებიც ნაბეჭდი პროდუქციის დაკაბადონებით იყვენენ დაკავებულნი. მაგრამ ყველაზე მსხვილი მოთამაშე ამ ბაზარზე დიდი ხნის განმავლობაში იყო კომპანია Quark, რომელიც ცნობილია თავისი რედაქტორით QuarkXPress და კომპანია Adobe, თავისი პროდუქტებით Photoshop, Illustrator და InDesign.
Quark-ისა და Adobe-ს დაპირისპირება — იყო მსგავსი ომისა მონტეკისა და კაპულეტის შორის, რათა უფრო გასაგები გახდეს მათთვის, ვისაც შექსპირი არ წაუკითხავს, მსგავსი დაპირისპირებისა Apple-სა და Samsung-ს შორის.
მაგრამ 90-იანი წლების ბოლოს უცებ Quark-ის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა ეს ყველაფერი დაესრულებინა. კომპანიის საქმეები ძალიან კარგად მიდიოდა, ამიტომ მათ გადაწყვიტეს ზედმეტი ლაპარაკის გარეშე შეეძინათ კონკურენტი, კომპანია Adobe. მაგრამ Quark-ისათვის სამწუხაროდ და ჩვენთვის საბედნიეროდ, Adobe-მ უარყო ეს წინადადება და 1998 წლის 21 აგვისტოს კატეგორიული უარი განაცხადა.