ეს დღე ისტორიაში 

[ეს დღე ისტორიაში] 2003 წლის 18 აგვისტო

XXI საუკუნის დასაწყისში Mac-კომპიუტერების მფლობელები უკვე ხვდებოდნენ, რომ Intel-სა და G4 პროცესორებს შორის დაპირისპირება ისე არ მიმდინარეობდა, როგორც მათ სურდათ: მართალია კომპანია Apple აქვეყნებდა ლამაზ და დამაჯერებელ განცხადებებს, მისი სისტემები მაინც აგებდნენ წარმადობაში.

რათქმაუნდა, კუპერტინოში იცოდნენ იმის შესახებ, თუ რა სურდათ მომხმარებლებს და ისინიც არ ისხდნენ უსაქმოდ. გადაწყვეტილება მიღებული იქნა IBM-ისა და მისი 64-ბიტიანი პროცესორის,  PowerPC 970-ის სასარგებლოდ, ანუ სხვა სიტყვებით — G5.

პროცესორი G5 გაცილებით გამოირჩეოდა სხვა პროცესორების ფონზე მისი მიმძლავრით. ყველა მომხმარებელი ისე იყო აღფრთოვანებული იყო ამ მაჩვენებლებით, რომ არავინ არ მიაქცია ყურადღება ენერგიის საკმაოდ მაღალ მოხმარებას. რათქმაუნდა, მოგვიანებით ეს მინუსი კიდევ ერთხელ ითამაშებს ცუდ როლს, მაგრამ 2003 წლის 18 აგვისტოს, როდესაც Apple-მა ოფიციალურად დაიწყო ახალი, Power Mac G5-ების გაყიდვა, ეს ფაქტი აბსოლიტურად არავის არ აღელვებდა.

Related posts