პირველი iMac G3 გაყიდვაში 1998 წლის 15 აგვისტოს გამოვიდა. პირველი iMac უკვე სტივ ჯობსის ხელმძღვანელობით იქნა შექმნილი, რომელიც იმ დროისათვის კომპანიაში ახალი დაბრუნებული იყო. მაგრამ ყველაზე საინტერესო — სახელი iMac სტივმა მომენტალურად უარყო, როგორც ყველაზე უხეირო. თუმცა სწორედ ის აკმაყოფილებდა ყველა იმ მოთხოვნას, რაც სტივმა დაგეგმა: კომპიუტერი ინტერენტის ხანისათვის იყო განკუთვნილი და ის კვლავ Macintosh-ის ოჯახს განეკუთვნებოდა.
კონსტრუქცია ორიგინალური და თავისებური იყო: კომპაქტურ კორპუსში აწყობილი იყო მონიტორიც და ყველა სისტემური კომპონენტიც, SuperDrive CD/DVD-ის ჩათვლით. საკმარისი იყო მხოლოდ კლავიატურისა და მაუსის მიერთება (ორივე კომპლექტში მოყვებოდა) — და კომპიუტერი მზად იყო.
ამ კომპიუტერმა მართლაც კარდინალურად შეცვალა Apple-ის მდგომარეობა. iMac Apple-ისათვის — არა უბრალოდ ახალი კომპიუტერი იყო, ფართო მომხმარებელზე ორინეტირებული, არამედ კომპანიის ახალი ხანის დასაწყისიც.
კიდევ ერთი მომენტი — სანამ iMac გაყიდვაში გამოვიდოდა, რამდენიმე თვე გავიდა, ვინაიდან ანონსი ჯერ კიდევ აპრილში იყო გაკეთებული. ანუ, დაახლოებით ისე მოხდა, როგორც ახლა ხდება: Apple უშვებს სიახლეს, ხოლო საქართველოში ოფიციალური არხებით ის მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ შემოდის.
iMac-ის საწყისი ფასი 1299 დოლარი იყო.