ეს დღე ისტორიაში

[ეს დღე ისტორიაში] 1998 წლის 15 აგვისტო

60views

პირველი iMac G3 გაყიდვაში 1998 წლის 15 აგვისტოს გამოვიდა. პირველი iMac უკვე სტივ ჯობსის ხელმძღვანელობით იქნა შექმნილი, რომელიც იმ დროისათვის კომპანიაში ახალი დაბრუნებული იყო. მაგრამ ყველაზე საინტერესო — სახელი iMac სტივმა მომენტალურად უარყო, როგორც ყველაზე უხეირო. თუმცა სწორედ ის აკმაყოფილებდა ყველა იმ მოთხოვნას, რაც სტივმა დაგეგმა: კომპიუტერი ინტერენტის ხანისათვის იყო განკუთვნილი და ის კვლავ Macintosh-ის ოჯახს განეკუთვნებოდა.

კონსტრუქცია ორიგინალური და თავისებური იყო: კომპაქტურ კორპუსში აწყობილი იყო მონიტორიც და ყველა სისტემური კომპონენტიც, SuperDrive CD/DVD-ის ჩათვლით. საკმარისი იყო მხოლოდ კლავიატურისა და მაუსის მიერთება (ორივე კომპლექტში მოყვებოდა) — და კომპიუტერი მზად იყო.

ამ კომპიუტერმა მართლაც კარდინალურად შეცვალა Apple-ის მდგომარეობა. iMac Apple-ისათვის — არა უბრალოდ ახალი კომპიუტერი იყო, ფართო მომხმარებელზე ორინეტირებული, არამედ კომპანიის ახალი ხანის დასაწყისიც.

კიდევ ერთი მომენტი — სანამ iMac გაყიდვაში გამოვიდოდა, რამდენიმე თვე გავიდა, ვინაიდან ანონსი ჯერ კიდევ აპრილში იყო გაკეთებული. ანუ, დაახლოებით ისე მოხდა, როგორც ახლა ხდება: Apple უშვებს სიახლეს, ხოლო საქართველოში ოფიციალური არხებით ის მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ შემოდის.

iMac-ის საწყისი ფასი 1299 დოლარი იყო.

Comments

comments

Leave a Response