ეს დღე ისტორიაში

[ეს დღე ისტორიაში] 1950 წლის 11 აგვისტო

81views

დღეს ნიჭიერი დეველოპერის, Apple-ის თანადამფუძნებლის, სტივ ვოზნიაკის დაბადების დღეა. ის შეგვიძლია თანამედროვე კომპიუტერული რევოლუციის მამად ვაღიაროთ, რომლის დამსახურებაა მათი გამოგონება. ვოზი — ასე ეძახიან მას მეგობრები, რათა გაერჩიათ მეორე სტივისგან, ჯობსისგან. დღეს ის 64 წლის გახდა.

ჩვენ უკვე იმდენჯერ დავწერეთ მასზე, რომ კვლავ მისი ბიოგრაფიის დაწერას აზრი არა აქვს. მოდით უბარლოთ გამოვყოთ მნიშვნელოვანი მომენტები მის ცხოვრებაში:

  • 1976 წლის 1 აპრილი — ორმა სტივმა დაარსა Apple Computer;
  • 1980 წელი — გაყიდვაში გამოვიდა Apple II;
  • 1981 წელი — ვოზნიაკი ავიაკატასტროფაში მოჰყვა. ამის შემდეგ ის აღარ დაბრუნებულა Apple-ში;
  • 1986 წელი — სტივი სამეცნიერო ხარისხს იღებს;
  • 1983 წელი — ვოზი ბრუნდება Apple-ში. ამავე წელს ის ასპონსორებს ეროვნულ როკ-ფესტივალს;
  • 1987 წლის 6 თებერვალი — სტივი კვალვ ტოვებს Apple-ს. ამჯერად, სამუდამოდ;
  • 1985 წელი — ვოზი ჯილდოვდება რონალდ რეიგანის სახელობის ეროვნული მედლით ტექნოლოგიებში ;
  • 2000 წელი — ვოზნიაკი გამომგონებელთა ეროვნულ დარბაზში მოხვდა;
  • 2001 წელი — ვოზი აარსებს კომპანიას „Wheels of Zeus“;
  • 2002 წელი — სტივი უერთდება კომპანია Repcord Network Inc.-ის დირექტორთა საბჭოს;
  • 2004 წელი — სტივ ვოზნიაკი დოქტორის საპატიო ხარისხს იღებს.

Comments

comments

Leave a Response