ეს დღე ისტორიაში 

[ეს დღე ისტორიაში] 2004 წლის 10 აგვისტო

2001 წელი, გამოფენა MacWorld. კომპანია Apple-მა წარმოადგინა iTunes. მაგრამ თავიდან მომხმარებელთა უმრავლესობამ ისე ვერ აღიქვა ეს სიახლე, როგორც ამას კუპერტინო ელოდებოდა. ისინი iTunes განიხილავდნენ, როგორც მოსახერხებელ და სასარგებლო დამატებას Mac-ის სტანდარტულ ბიბლიოთეკაზე. მაგრამ რაც ყველაზე საწყენია, ისინი თვლიდნენ, რომ ეს ნაბიჯი Apple-ის მხრიდან იმის აღიარებაა, რომ მან დააგვიანა ციფრული მუსიკის მხარდაჭერის საკითხში.

კიდევ ცოტა მოგვიანებით, იმავე 2001 წელს, „ვაშლის“ კომპანიამ წარმოადგინა თავისი დამკვრელი, iPod, რომელიც საკმაო მჭიდრო კავშირში მუშაობდა iTunes-თან. რასაკვირველია, მომხმარებელს გაუჩნდა შეგრძნება, რომ ეს ყველაფერი შემთხვევითი არ იყო და მას რარაც მეტი ელოდებოდა. ასეც მოხდა. 2003 წლის აპრილში Apple-მა iTunes მუსიკის გაყიდვის ნამდვილ ონლაინ-სერვისად აქცია.

მაგრამ აქაც გამოჩნდნენ სკეპტიკოსები. არავის სჯეროდა, რომ შესაძლებელი იყო ერთ დოლარად კომპოზიციის გაყიდვა, ვინაიდან ინტერნეტში უფასოდ და არალეგალურად უამრავი მუსიკა იყო გამოფენილი. შესაძლოა, ისინი რაღაცაში მართალნი იყვენენ, მაგრამ გახსნისტანავე iTunes Music Store სეზონის აღმოჩენა გახდა და ამით ბოლო მოუღო სპეკულაციურ მითქმა-მოთქმებს.

ხოლო დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, 2004 წლის 10 აგვისტოს, Apple-მა გამოაცხდა იმის შესახებ, რომ iTunes-ის მეშვეობით მან ერთი მილიონი კომპოზიციის გაყიდვა შეძლო.

Related posts