ეს დღე ისტორიაში 

[ეს დღე ისტორიაში] 1987 წლის 9 აგვისტო

Apple-ის მარკეტინგი — მთელი ისტორიაა, რომელსაც არაერთი წიგნი უნდა მიეძღვნას, მითუმეტეს სახელმძღვანელო. მაგრამ ასეთი კომპანიასაც კი, მიზანმიმართული, კრეატიული და ხშირად აგრესიული მარკეტინგი ხანდახან მარცხს განიცდიდა. Apple-ს თავისი დიდი ხნის ისტორიის განმავლობაში მრავალი პერსპექტიული პროდუქტი ჰქონდა, რომლებიც განწირულნი იყვნენ სწორედ მარკეტინგის გამო. ამის ნათელი მაგალითია HyperCard.

HyperCard წარმოადგენდა ინფორმაციის შენახვის აბსოლუტურად ახალ მეთოდს, შენიშვნების სახით, რომელთა საჭიროების შემთხვევაში ერთმანეთთან დაკავშირება შეიძლებოდა ერთიან ფაილში. ყველაზე ნათელი მაგალითი არის მისამართების წიგნი, რომელშიც ადამიანის სახელზე დაწკაპუნებით შესაძლებელი იყო მის ბიოგრაფიაზე გადასვლა. შესაძლოა, ახლა ეს ძალიან მარტივი გეჩვენებათ, მაგრამ თავის დროისათვის ეს ნამდვილი რევოლუცია იყო.

მაგრამ კომპანიის ხელმძღვანელობა არ იყო კმაყოფილი HyperCard-ით ერთი მარტივი მიზეზის გამო: ის სრულიად უფასოდ ვრცელდებოდა და მისი განვითარება და შენახვა მათი აზრით მიზანშეწონილი არ იყო. ამიტომ ყურადღება HyperCard-ისადმი კლებულობდა და საბოლოოდ მოკვდა კიდევაც.

ასეთმა პერსპექტიულმა პროდუქტმა დღის სინათლე პირველად 1987 წლის 9 აგვისტოს იხილა.

Related posts