ეს დღე ისტორიაში 

[ეს დღე ისტორიაში] 2005 წლის 8 აგვისტო

iTunes Music Store-მა თავისი ელექტრონული კარები აშშ-ს მომხმარებელთა წინაშე 2003 წლის 28 აპრილს. როდესაც iTunes გაიხსნა ამერიკაში, მსგავსი მაღაზიის კონცეფცია საკმაოდ ახალი იყო და უნიკალურიც. მაღაზიის წარმატება გარანტირებული იყო ძირითადად „ვაუ-ეფექტით“. მომხმარებლებმა დაინახეს რაღაც ახალი და საოცარი, ყველა გაოცებული იყო და უნდოდათ გასინჯვა. მაგრამ მარაზია უნდა გაფართოებულიყო და 2005 წელს Apple-ის მიზანი იყო ამ მარაზიის იაპონიაში გახსნა.

თუ აშშ-ში „ვაუ-ეფექტი“ საკმარისი იყო, იაპონელებისაგან იგივეს არ უნდა ველოდოთ. იქ უკვე იყო მსგავსი სერვისები და ზოგიერთ მათგანს წამრატებაც ჰქონდა, ზოგი კი უკვე გაკოტრებულიც იყო.

Apple-მა შეძლო შეთანხმების მიღწევა მუსიკალურ კომპანიებთან იაპონიაში ჯერ კიდევ 2005 წლის მეორე ნახევრამდე. „ვაშლის“ კომპანიას გარკვეული შიშები ჰქონდა, მაგრამ რას იზამ — ახალ ბაზარზე გასვლა აუცილებელი იყო. 2005 წლის 4 აგვისტოს იაპონია მიუერთდა iTunes-ს.

მაგრამ ყველა შიშები გაქრა მას მერე, როდესაც 2005 წლის უკვე 8 აგვისტოს Apple-მა გამოაცხადა 4 დღის განმავლობაში მილიონი სიმღერის გაყიდვის შესახებ.

Related posts