1997 წელს Apple-ის ისტორიაში ბოლო MacWorld შედგა ბოსტონში. 1998 წლიდან ზაფხულის გამოფენა ნიუ-იორკში ჩატარდებოდა. ბოლო ბოსტონური MacWorld უშულოდ სტივ ჯობსმა გახსნა. მან მოუყვა დამსწრეებს იმ ცვლილებების შესახებ, რაც მოხდა კომპანიაში, ამელიოს გადადგომის შესახებ და დირექტორთა საბჭოს ცვლილების შესახებ, აგრეთვე Mac OS-ის ლიცენზირების შეწყვეტის გეგემების შესახებაც. და რაც მთავარია, სტივმა ილაპარაკა Apple-ის ნომერ პირველ მტერსა და კონკურენტზე — Microsoft-ზე.
ბილ გეითსი კონფერენციის მსვლელობისას დიდ ეკრანზე გამოჩნდა და დისტანციურად ჩაერთო. მან სიყვარული გამოხატა Mac-კომპიუტერების მიმართ, პირობა დადო, რომ გამოუშვებდა MS Office-ის განხლებას შემდეგი 5 წლის განმავლობაში. მან ასევე მოუთხრო დამსწრეებს, რომ Mac OS-ს ნაგულისხმევ ბრაუზერად Internet Explorer დაემატებოდა (იმ დროს Safari ჯერ არ იყო შექმნილი) და რომ Microsoft ყიდულობდა Apple-ის პრივილეგირებულ აქციებს (ანუ ხმის მიცემის უფლების გარეშე) 150 მილიონი დოლარის ოდენობით.
იმ დროისათვის Apple-ის კაპიტალიზაცია 15 მილიარდი დოლარი იყო, ამიტომ 150 მილიონი მხოლოდ 1%-ს შეადგენდა. რათქმაუნდა, Apple-ის საქმეები იმ დროს ვერ იყო ძლიერი, მაგრამ კომპანიამ გალზიერება დაიწყო არა Microsoft-ის ფულით, არამედ იმით, რომ მსგავსმა ინვესტიციებმა სხვა ინვესტორები დაამშვიდეს და კრედიტორები დააშოშმინეს.
როდესაც უზარმაზარ ეკრანზე ბილ გეითსის არა ნაკლებ უზარმაზარი თავი გამოჩნდა, დარბაზის უკანა ნაწილმა სტვენა და ხმაური დაიწყო, მაგრამ ბილის თიტქოს არ ესმოდა ეს უკმაყოფილება, ის უბრალოდ მშვიდად საუბრობდა იმის შესახებ, თუ როგორ უყვარს Microsoft-ს Apple და მისი კომპიუტერები.
ბილ გეითსი Apple-ის ფანატების წინაშე 1997 წლის 7 აგვისტოს გამოვიდა. მაგრამ 10 წლის შემდეგ, 2007 წელს გაიხსნა საინტერესო საიდუმლო: თურმე არანაირი ტელეხიდი არ ყოფილა ბოსტონსა და რედმონდს (Microsoft-ის შტაბ-ბინა მანდ არის განთავსებული) შორის. ტრანსლაციის ნაცვლად ჩანაწერი იყო. ძნელი სათქმელია, სწორი ნაბიჯი იყო ეს თუ არა, დიდი ალბათობით, ეს გაკეტებული იყო იმის გარანტიისათვის, რომ ყველაფერი დადგმული სცენარის მიხედვით წარიმართებოდა.