ეს დღე ისტორიაში

[ეს დღე ისტორიაში] 1997 წლის 6 აგვისტო

44views

Apple-ის ყველა პრეზიდენტი რომ ჩამოვწეროთ ფურცელზე, სია არც ისე პატარა გამოვა. თავიდან იქნება მაიკლ სკოტი, მერე მაიკლ მარკულა, რომელიც ჯონ სკალიმ შეცვალა. ცოტა ხნის შემდეგ ჯონი კომპანიის ხელმძღვანელობას მაიკლ შპინდლერს გადასცემს, ხოლო თავის მხრივ ჯილ ამელიოს გადაულოცავს ამ პოსტს. საბოლოოდ ესტაფეტა სტივ ჯობსზე დასრულდება.

კომპანიის თავმჯდომარის პოსტი, CEO-სგან გასნხვავებით, გაცილებით უფრო სტაბილური და მუდმივი იყო: კომპანიის დაარსებიდან ის ეკავა მაკლ მარკულას. და უნდა ითქვას, სრულიად ლოგიკურადაც. სწორედ მისი კაპიტალით და ბიზნეს-გეგმით შექმნა „ვაშლის“ კომპანია.

მაგრამ, როგორც ცნობილია, არაფერი მუდმივი ამ სამყაროში. 1997 წელს სტივ ჯობსი დაბრუნდა Apple-ში და გადაწყვიტა ის არა მარტო აეღორძინებინა, არამედ საკუთარი პოზიციებიც გაემყარებინა. სტივი საკმაოდ მარტივად მოიქცა: მან შეცვალა მმართველობის საკმაოდ დიდი ნაწილი თავისი ადამიანებით, რომლებსაც ენდობოდა. დათხოვნილტა სიაში მაიკ მარკულაც მოყვა, რომელმაც სტივს თავმჯდომარის პოსტი დაუთმო. მაგრამ მაიკი სულაც არ ეწინააღმდეგებოდა ამ ფაქტს, მან იცოდა, რომ კომპანიისათვის ასე უფრო უკეთესი იყო.

ძალაუფლების ხელში ჩაგდების ეს ფაქტი 1997 წლის 6 აგვისტოს მოხდა.

Comments

comments

Leave a Response