ეს დღე ისტორიაში

[ეს დღე ისტორიაში] 1993 წლის 3 აგვისტო

56views

ოდესრაც, დიდი ხნის წინ, Apple-ს იმედი ჰქონდა, რომ Newton მისთვის გახდებოდა შემოსავლის ძირიტადი წყარო. ჯონ სკალიმ, მაშინ Apple-ის პრეზიდენტმა, ამ პროექტში თავისი ძალები ჩააქსოვა, აგრეთვე ავტორიტეტიც, ხოლო ინჟინრები, რომლებიც მუშაობდნენ Newton-ის შექმნაზე, ნამდვილი ელიტას წარმოადგენდნენ კომპანიაში.

სულ პირველი Newton საკმაოდ უცნაური მოწყობილობა იყო, თავისი დროისათვის. Newton-ს ჰქონდა კალამი, იგივე სტილუსი დღევანდელი ტერმინოლოგიით, რომლის საშუალებითაც მომხმარებლებს შეეძლოთ შენიშვნების ჩაწერა. ცოტა მოგვიანებით, ეს შენიშვნები გარდაიქმნებოდა ტექსტად და ნახატებად (იმისდა მიხედვით, თუ რა დაწერა, ან დახატა მომხმარებელმა). თუმცა, უფრო სწორი იქნებოდა რომ ვთქვათ, რომ შენიშვნები უნდა დაკონვერტირებულიყო.

კიდევ ერთი საინტერესო მომენტი Newton-ში იყო ინფრაწითელი პორტის არსებობა სხვა მოწყობილობებთან კავშირისათვის და, თუმცა დღეს სრულიად არაა გასაოცარი, მასში იყო კალენდარი, საქმეების სიის საწარმოებლად.

Apple ყიდდა Newton-ს 700 დოლარად. გასული წლების შეცდომები რომ არ გაემეორებინა, კომპანია ლიცენზიებს გასცემდა Newton-ზე გარე მწარმოებლებზე, რომელთა შორის განსაკუთრებით აქტიური იყო Sharp.

შედეგად, 1993 წლის 3 აგვისტოს Newton მზად იყო მსოფლიოს დასაპყრობად. მაგრამ იყო ერთი პრობლემა — მსოფლიო არ იყო მზად Newton-ისათვის.

Comments

comments

Leave a Response