კამათი და დისკუსია ერთღილაკიანი მაუსის გარშემო რამდენიმე წელი გრძელდებოდა. მისი მომხრეები ამტკიცებდნენ, რომ სწორედ ერთღილაკიანი მაუსი უფრო ადვილი ასათვისებელია დამწყები მომხმარებლებისათვის. საკუთარ მოსაზრებას ისინი ამტკიცებდნენ Apple-ის კვლევებით. მოწინააღმდეგენი პირიქტით, ამტკიცებდნენ, რომ ერთღილაკიანი მაუსი მნიშვნელოვნად ზღუდავდა მომხმარებელს და რომ ეს „გასული საუკუნეა“.
Apple ისმენდა ამ კამათს 21 წელი, თან არ ავიწყდებოდა საკუთარი პოზიციის დაცვა. მაგრამ 2005 წელს, Apple-ისათვის რევოლუციურ წელს, Intel-ის პლატფორმაზე გადასვლიდან რამდენიმე თვეში, ვაშლის კომპანიამ წარმოადგინა მრავალღილაკიანი მაუსი.
სიახლეს სახელად Mighty Mouse ერქვა (ძველი მულტფილმების მაყურებელი მიხვდება, რატომაც). ახალ მაუსს ორი ძირითადი ღილაკი ჰქონდა, აგრეთვე სქროლინგის ბურთულა, რომელიც ორ სიბრტყეში მუშაობდა. ახალ მაუსს აგრეთვე ორი გვერდითი ღილაკიც ჰქონდა.
მაგრამ ის, ვისაც ასე უყვარდა ერთღილაკიანი მაუსი, მაინც არ დანაღველბულა: ფიზიკურად Mighty Mouse-ს ერთი ღილაკი ჰქონდა, ხოლო მისი მარცხენა და მარჯვენა არეები შესაბამისად პასუხობდნენ მარცხენა და მარჯვენა დაწკაპუნებას. სისტემის პარამეტრებში შეიძლებოდა ამ ყველაფრის დაკონფიგურირება.
Mighty Mouse წარმოადგინეს 2005 წლის 2 აგვისტოს.