საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ბოსტონის გამოფენა, სახელად MacWorld-ის საზაფხულო ვერსია გახლდათ: დამთვალიერებლებს შეეძლ9ოთ ენახათ იგივე ახალი პროდუქტები, იგივე მწარმოებლების სტენდები, იგივე ატმოსფერა, ოღონდ ეს შუაგულ ზაფხულში ხდებოდა, აღმოსავლეთ სანაპიროზე.
დღეისათვის მოგონებანი ამ გამოფენაზე მხოლოდ ბოსტონის მცხოვრებთა მეხსირებაში თუ შემორჩა. 1999 წელს გამოფენა ნიუ იორკში გადავიდა. თუმცა მოგვიანებით ის კვლავ დაბრუნდა ბოსტონში, მაგრამ შედეგად, Apple-მა საერთოდ შეწყვიტა ამ ღონისძებაში მონაწილეობა. რაც რეალურად ამ გამოფენის დასასრულს ნიშნავდა.
მართალია MacWorld წარსულში დარჩა, არ უნდა დავივიწყოთ, რომ სწორედ აქ, ბოსტონში, 1997 წლის 1 აგვისტოს ჩატარდა ყველაზე ცნობილი გამოფენა Apple-ისათვის. სტივ ჯობსმა ყველას უჩვენა, რომ მართალია კომპანიას ახლა არ ულხინს, მაგრამ ყველაფერი ჯერ კიდევ წინ არის და მას დიდი წარმატება ელოდება წინ.
და, მართლაც, სტივი სრულიად მართალი აღმოჩნდა. უკანასკნლეი ფინანსური მაჩვენებლები ამ ფაქტს ადასტურებენ.