ეს დღე ისტორიაში

[ეს დღე ისტორიაში] 1979 წლის 30 ივლისი

77views

1979 წელს ტრიპ ჰოუკინსი და სტივ ჯობსი ისეთი კომპიუტერის აქტიური ძებნის  ფაზაში იყვნენ, რომელიც შეძლებდა გაცილებით უკეთესი და მიმზიდველი ყოფილიყო მომხმარებლისათვის, ვიდრე Apple II. ამოცანა საკმაოდ რთული იყო: იმ მომენტისათვის Apple II საკმაოდ კარგი მოდელი იყო, თუმცა მას მაინც ესაჭიროებოდა შემცვლელი. კიდევ ერთი მომენტი, რომელიც ართულდებდა ამოცანას, იყო ვადა, რომელიშიც უნდა ჩატეულიყვნენ ტრიპი და სტივი: ახალი კომპიუტერი 1981 წელს უნდა გამოსულიყო გაყიდვაში.

ტრიპ ჰოუკინსს და სტივ ჯობსს სურდათ შეექმნათ ახალი კომპიუტერი, რომელიც ადვილად შეძლებდა Apple II-ის შეცვლას სულ ორიოდე წელში. კომპიუტერს უნდა ჰქონდა კლავიატურა და მწვანე ფოსფორული ეკრანი. საბოლოო ფასი ორი ათასი დოლარის ფარგლებში უნდა ყოფილიყო.

შედეგად, 1979 წლის 30 ივლისს გაშვებული იქნა პროექტი Lisa. კომპიუტერი საერთოდ სხვანაირი გამოვიდა, ვიდრე ეს დასაწყისში იყო ცაფიქრებული. ამის მადლიერი ჩვენ Xerox PARC-ის უნდა ვიყოთ, რომელიც Apple-ის თანამშრომლებმა მოინახულეს და ბევრი სასიკეთო იდეა მიიღეს იქ.

Comments

comments

Leave a Response