პრაქტიკულად წელი გავიდა ჯილ ამელიოს გადადგომის შემდეგ. გამართლებული იყო, თუ არა ეს გადადგომა — ძნელი სათქმელია და სავარაუდოდ აზრთა სხვადასხვაობა იქნება ყოველთვის. მაგრამ ერთი შეგვიძლია ვთქვათ ზუსტად: თვითონ ჯილ ამელიოსათვის ეს დიდი სურპრიზი გახდა. მის ცხოვრებაში ასეთი სამწუხარო ფაქრის ემდგომ მან მეტი ყურადღება დაუთმო არა იმ მიზეზებს, რამაც გამოიწვია მისი დათხოვნა Apple-იდან, არამედ იმას, თუ რა სასარგებლო და კარგის გაკეტება მოასწრო მმართველობის პერიოდში.
ამელიო არ აღიარებდა არცერთ შეცდომას, რომლებიც ვითომდა მან დაუშვა, როდესაც Apple-ის ხელმძღვანელი იყო. ერთადერთი შეცდომა, რომელიც მან აღიარა გარკვეული დროის შემდეგ — კომპანიის თანამშრომებისათვის ხელფასის მომატება იყო.
ამელიომ აღიარა, რომ როდესაც ის მოვიდა Apple-ში, ის ერთ რამეს მიხვდა: Apple — სრულიად დეზორგანიზებული სტრუქტურა იყო, სადაც ყველა თანამშრომელი არა მარტო არ მუშაობდა ერთიანი სტრატეგიით და საერთო მიზნის მისაღწევად, არამედ უბრალოდ არც სურდათ ამ ერთიანი სტრატეგიის გაგება. აბსოლუტურად ყველა მუშაობდა საკუთარ პროექტზე.
როდესაც 1998 წლის 27 ივლისს ჯილ ამელიოს დაუსვეს კითხვა, რას ურჩევდა ის Apple-ს და როგორია ამ კომპანიის წარმატების რეცეპტი, ჯილმა უბრალოდ თქვა: „ყოველ დღე თითოეულ თანამშრომელს ერთი ჩანთა ფული უნდა მისცეთ“.