ეს დღე ისტორიაში 

[ეს დღე ისტორიაში] 2005 წლის 26 ივლისი

როდესაც 1999 წელს Apple-მა წარმოადგინა პორტატული კომპიუტერების iBook ახალი ხაზი, ძალიან ბევრმა გამთოთქვა მოსაზრება, რომ ეს მოდელი სერიოზული მომხმარებლისათვის სრულიად შეუფერებელი იყო. უბრალოდ წარმოიდგინეთ, როგორ იღებს რომელიმე ბიზნესმენი პორტფელიდან ასეთი მკვეთრ ნოუთბუკს, თანაც მომრგვალებული ფორმებით. სხვათაშორის, უნდა აღინიშნოს, რომ კარგი წარმადობით iBook ასევე არ გამოირჩეოდა.

რათქმაუნდა, Apple-მა მოისმინა კრიტიკა (სხვა რა არჩევანი ჰქონდა) და დროთა განმავლობაში iBook-ში დაიწყო ცვლილებების შეტანა. კომპანია შეეცადა წაეთამაშა ფერთა გამასთან, მომხმარებელს გამჭვირვალე მოდელებიც და თერიც კი შესთავაზა. მაგრამ სამწუხაროდ ყველა მცდელობა ამ ნოუთბუკს სულ უფრო ამსგავსებდა პროფესიულ მოდელს, PowerBook-ს.

მომრგვალებული ფორმის ცვლილებით უფრო ნაცნობ მართკუთხაზე, Apple-მა დაასრულა იმით, რომ iBook პრაქტიკულად დაემსგავსა PowerBook-ს.

შედეგად, ბოლო iBook 2005 წლის 26 ივლისს წარმოადგინეს, რის შემდეგაც კომპანიამ სრულიად ახალი MacBook გამოუშვა.

Related posts