ორი მეგობარი, ორი სტივი, ორი სრულიად განსხვავებული ადამიანი. სტივ ჯობსზე საუბარი შორს წაგვიყვანს, უკვე იმდენი ითქვა და დაიწერა მის შესახებ: მის ხასიათზე და მის თვისებებზე. აი, სტივ ვოზნიაკი კიდევ უფრო არაორდინალური ადამიანია, ვიდრე ჯობსი. და საქმე სულაც არ არის მის შესაძლებლობებში, არამედ უბრალო ადამიანურ თვისებებში.
ალბათ ბევრმა იცის, რომ სტივ ვოზნიაკმა საკუთარი ჯიბიდან გადაიხადა ორდღიანი როკ-ფესტივალის ჩატარების ხარჯები. მაგრამ ეს არ არის მისი ყველაზე საინტერესო საქციელი. ასეთი ქველმოქმედება არაერთხელ ჩაუდენია მაგალითად ბილ გეითს და სხვა მრავალ მილიონერს.
ვოზნიაკმა ყველა საინტერესო ნაბიჯი 1992 წლის 25 ივლისს გადადგა. მან მასწავლებლის კარიერა დაიწყო საშუალო სკოლაში. მის მოსწავლეებს გაუმართლათ არა მარტო კარგ მასწავლებელში, რომელსაც ბევრი რამე შეეძლო ესწავლებინა მათთვის, არამედ იმითაც, რომ ვოზნიაკმა საკუთარი სახსრებით შეიძნა ნოუთბუკი PowerBook 170 თითოეული თავისი მოსწავლისათვის. სხვათაშორის, ამ ნოუთბუკის ფასი 4600 დოლარი იყო — ბევრს არ შეეძლო მისი შეძენა.