სტივ ჯობსს ბევრი შესაშური თვისება გააჩნდა. მისი ყურადღება დეტალებისადმი, მისი დარწმუნების უნარი, მისი ადამიანებთან ურთიერთობის უნარი, მომავლის ხედვა, იმის დანახვა, თუ რა იქნება მოთხოვნადი და კიდევ სხვა მრავალი თვისება — ეს ისაა, რისი დანახვაც უნდათ მენეჯერებს საკუთარ თავში. ყველაფერი, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ნამდვილი შური კონკურენტებისაგან.
მაგრამ ხანდახან სტივის ქცევას უარეს შედეგებამდე მივყავდით. მისი სიჯიუტე იმ საკითხში, რომ Apple III ქულერის გარეშე უნდა გაყიდულიყო, ძვირად დაუჯდა კომპანიას. იგივე განმეორდა პირველი Macintosh-ის პროექტის დაწყების წინ, როდესაც სტივმა კომპიუტერის დედადაფა დაინახა და საშინლად არ მოეწონა.
როდესაც ინჟინრებმა განუცხადეს, რომ ერთადერთი კატეგორია ადამიანებისა, ვინც დედადაფას დაინახავს — ისევ ინჟინრები იქნებიანო, სტივმა უპასუხა: „მე ვხედავ“. მაგრამ შედეგად სტივის აზრის მიუხედავად, 1981 წლის 23 ივლისს Macintosh-მა დიდი დედადაფა მიიღო. სტივმა დათმო.