ეს დღე ისტორიაში 

[ეს დღე ისტორიაში] 1997 წლის 22 ივლისი

Mac OS 8 უნდა გამხდარიყო ყველაზე საინტერესო და ფუნქციური სისტემა, ვიდრე წინამორბედები. OS 8 მინიმუმ კიდევ იმით იყო საინტერესო, რომ ის უნდა გამხდარიყო პირველი საოპერაციო სისტემა Copland-ის ოჯახიდან. კიდევ უფრო მიმზიდველი იყო ის, რომ ახალი საოპერაციო სისტემის დახმარებით Apple-მა დამანგრეველი დარტყმა მიაყენა ყველა კლონს, რომლებიც აკოპირებდნენ იდეებს.

Mac OS 8-ის მომხმარებლებისათვის რამოდენიმე სიახლე იყო გათვალისწინებული: გაზრდილი წარმადობა ვირტუალური მეხსიერების გამოყენებისას, ახალი გარეგანი სახე, მრავალნაკადიანი Finder, ფაილების გრძელი სახელები და კიდევ სხვა მრავალი.

Mac OS 8 კლასიკურ ოჯახს მიეკუთვნებოდა. ადრეულ ვერსიებს ჯერ კიდევ შეეძლოთ Motorola 68040-ის მხარდაჭერა, ხოლო უფრო ძველ ვერსიებს, მაგალითად 8.1 — არა.

სისტემა მზად 1997 წლის 22 ივლისს იყო, მაგრამ ოფიციალური გამოშვება 26 ივლისს მოხდა. და სულ რაღაც ორიოდე კვირაში 1 მილიონ ეგზემპლარზე მეტი გაიყიდა.

Related posts