ეს დღე ისტორიაში

[ეს დღე ისტორიაში] 2011 წლის 20 ივლისი

35views

2011 წლის 20 ივლისს Apple-მა გამოაცხადა იმის შესახებ, რომ ის წყვეტდა MacBook-ის წარმოებას, რომელიც გაყიდვაში პირველად 2006 წელს გამოჩნდა. ხუთი წლის განმავლობაში MacBook ყველაზე იაფი მაკი იყო. დაბალი ფასის გამო, მასზე მოთხოვნილება მაღალი იყო და კარგად იყიდებოდა. მაგრამ უკვე 2008 წელს წარმოდგენილი იქნა MacBook Pro ალუმინის კორპუსიში, რამაც პლასტიკატის მოდელის ბედ-იღბალზე იმოქმედა.

MacBook საკმაოდ კარგი ნოუთბუკი იყო. მიუხედავად იმისა, რომ დროთა განმავლობაში პლასტიკატის კორპუსი ისვრებოდა, ხალხს მაინც მოსწონდა მისი დიზაინი. MacBook შესანიშნავი ვარიანტი იყო საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის.

პირველი MacBook გაყიდვაში 2006 წლის 16 მაისს გამოვიდა. ის ხელმისაწვდომი იყო როგორც თეთრი, ასევე შავი კორპუსით. თავდაპირველად მასში Intel Core Duo პროცესორი ეყენა, 945GM ჩიპსეტითა და 667 მჰც გრაფიკული ჩიპით. რომელიც მოგვიანებით Core 2 Duo 965GM-ით შეიცვალა და დაემატა 800 მჰც-იანი გრაფიკული ბარათი GMA X3100.

სხვათაშორის, MacBook ერთ-ერთი პირველი ნოუთბუკი იყო, რომელშიც გამოიყენეს კვების კაბელის ახალი სტანდარტი, MagSafe.

Comments

comments

Leave a Response