ეს დღე ისტორიაში

[ეს დღე ისტორიაში] 2000 წლის 19 ივლისი

54views

Power Mac G4 Cube-ს ჟურნალისტებმა დიზაინის საოცრება უწოდეს. იმ დროს ძნელი წარმოსადგენი იყო, რომ კომპიუტერი შეიძლება ერთდროულად მძლავრიც იყოს და მცირე ზომისაც. Cube-ის დიზაინი ჯონათან აივმა შექმნა NeXTCube-ის მსგავსად. ხოლო გამჭვირვალე კორპუსისა და ხმამაღლამოლაპარაკეების წყალობით Power Mac G4 Cube ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების კოლექციაში მოხვდა.

Power Mac G4 Cube წარმოადგინეს 2000 წლის 19 ივლისს. წარმადობით ის საშუალო იყო iMac G3-და Power Mac G4-ს შორის. გარეგნული მშვენიერების მიუხედავად, მას ბევრი აკრიტიკებდა მაღალი ფასის გამო. სხვათშორის, ფასი ორასი დოლარით უფრო მაღალი იყო, ვიდრე მასზე უფრო მძლავრი Power Mac G4-ისა. ამის გამო, კომპიუტერის გაყიდვები არ იყო დაგეგმილი მოცულობის.

დაინახეს რა, რომ მოთხოვნა არ არის საკმარისი, Apple-ში გადაწყვიტეს ფასის დაკლება, უფრო მძლავრი პროცესორის ჩაყენება, CD-დისკწამყვანის ნაცვლად, CD-RW-ს დამატება და სტანდარტული პროგრამული უზრუნველყოფის გაზრდა. მაგრამ ვერანაირმა მცდელობამ ვერ იმოქმედა გაყიდვებზე.

საბოლოო ჯამში, 2001 წლის 3 ივლისს Apple-მა გამოუშვა პრეს-რელიზი, სადაც ის იტყობინებოდა Power Mac G4 Cube-ის წარმოების შეწყვეტის შესახებ.

Comments

comments

Leave a Response