ეს დღე ისტორიაში

[ეს დღე ისტორიაში] 2010 წლის 16 ივლისი

74views

არ გასულა რამდენიმე კვირა მას შემდეგ, რაც Apple-მა წარმოადგინა iPhone 4 და მიკროკოდის განახლება iOS 4.0, რომ ინტერნეტი გაივსო ვიდეო-რგოლებით, სადაც აშკარად ჩანდა ტელეფონის პრობლემები სიგნალის მიღებასთან დაკავშირებით. მთელი ამ დროის განმავლობაში, კუპერტინო ყურადღებით სწავლობდა მომხმარებელთა გამოხმაურებას და ატარებდა საკუთარ კვლევებს, რის შემდეგაც მიიღო გადაწყვეტილება ჩაეტარებინა პრეს-კონფერენცია, 2010 წლის 16 ივლისს.

Apple-ის გენერალური დირექტორი, სტივ ჯობსი შეხვედრის მთელი დროის განმავლობაში იცავდა iPhone 4-ს, ამბობდა, რომ ყველა საჩივარი ანტენის ცუდად მუშაობის შესახებ, ზედმეტად გადაჭარბებული იყო. სტივმა უარი განაცხადა iPhone 4-ის უკან გამოთხოვაზე და სანაცვლოდ გაწბილებულ მომხმარებლებს ტელეფონის უფასო შალითები შესთავაზა (ამ სტატიის ავტორსაც შეხვდა ასეთი უფასო შალითა).

ჯობსმა წარმოადგინა სხვადასხვა მონაცემები და ფაქტები, რომლებიც უარყოფდნენ უკმაყოფილო მომხმარებლების არგუმენტებს. სტივის აზრით, კლიენტების 1%-ზე ნაკლებმა მიმართა კომპანიის მხარდაჭერის სამსახურს დახმარებისათვის. უფრო ზუსტად — 0.55%-მა.

პრეს-კონფერენციის შემდეგ, Apple-ის აქციების ფასი კვლავ ზემოთ წავიდა.

Comments

comments

Leave a Response