ეს დღე ისტორიაში

[ეს დღე ისტორიაში] 2002 წლის 14 ივლისი

58views

2002 წლის 14 ივლისს Apple-მა წარმოადგინა Mac OS 10.2, ანაწყობი 6C115, კოდური სახელით „იაგუარი“. ეს იყო პირველი კატა, რომლის სახელი გამოიყენეს არა მარტო დეველოპერებმა, არამედ მარკეტოლოგებმაც. ანონის შემდეგ გაეშვა გლობალური სარეკლამო კამპანია ტელევიზიით, სადაც ნახავდით არა მარტო ჩვეულ ვაშლის ლოგოს, არამედ აგრეთვე Mac OS 10.2-ის სრულფასოვან რეკლამას.

ერთ-ერთი მთავარი ნაბიჯი იყო Microsoft Windows-ის მონაცემთა გადაცემის სერვისებთან და პროტოკოლებთან სრული ადაპტაცია. იაგურის წყალობით, სხვადასხვა საოპერაციო სისტემების მომხმარებლებისატვის ადვილი გახდა ერთმანეთთან ურთიერთქმედება.

წარმადობის გასაზრდელად, ახალ „ფისოსში“ დაემატა Quartz Extreme. ეს იყო გრაფიკული პროცესორის მორგების სისტემა, რომელიც საშუალებას იძლეოდა გადაგემისართებინათ მონაცემთა ნაკადები გრაფიკული ჩიპიდან ცენტრალურ პროცესორში, თუ ამის საჭიროება დადგებოდა.

იაგუარის სისტემურმა მოთხოვნებმა ცოტათი მოიმატა. Mac OS 10.2 ითხოვდა ოპერატიული მეხსიერების მინიმუმ 128 მეგაბაიტს. მაგრამ მომხმარებლთა გამოხმაურებით, კომფორტული მუშაობისათვის 256  მეგაბაიტი უნდა გქონოდათ.

Comments

comments

Leave a Response