სტივ ჯობსის მიერ Mac-ისთვის შექმნილი პირველი ბიზნეს-გეგმა საკმაოდ უხეშად ნაკეთები იყო, თუმცა ის იმედებით აღსავსე და დამყარებული იყო იმ ფაქტზე, რომ გაყიდვები იქნებოდა ძალიან შთამბეჭდავი. გეგმის მიხედვით, კომპიუტერის ფასი 1500 დოლარი უნდა ყოფილიყო, ხოლო გაყიდვების დაწყება 1982 წელს უნდა მომხდარიყო. მაგრამ რაც ყველაზე საინტერესოა, კომპანია გეგმავდა ორ მილიონზე მეტი ერთეულის გაყიდვას სამი წლის განმავლობაში.
ბიზენს-გეგმა აშკარად გაუმართავი იყო. გაყიდვების დაწყება ზედმეტად ოპტიმისტური (Mac-ის გაყიდვები 1984 წელზე გადმოვიდა), საცალო ფასი ზედმეტად დაბალი (ჯობსმა ვერ შეძლო სკალის დარწმუნება ამაში, ამიტომ Mac 2499 დოლარად იყიდებოდა) და გაყიდვების სავრაუდო ციფრიც ზედმეტად გაზრდილი იყო (Apple-ს ოთხ წელზე მეტი დასჭირდა, რათა მიეღწია დაგეგმილი მოცულობისათვის).
საინტერესოა, რომ Mac-ის გუნდი Lisa-ს არაელეგანტურად თვლიდა, თუმცა ბიზნეს-გეგმა ითვალისწინებდა ამ ორი კომპიუტერის მშვიდობაინ თანაარსებობას. თუმცა, უნდა ითქვას, ეს საკმაოდ ნაკლებსავარაუდო პერსპექტივა იყო.
Macintosh-ის წინასწარი ბიზნეს-გეგმა 1981 წლის 12 ივლისს გამოიცა.