ეს დღე ისტორიაში 

[ეს დღე ისტორიაში] 2004 წლის 11 ივლისი

2004 წლის 11 ივლისს კანზასის შტატის მცხოვრებმა, კევინ ბრიტენმა ჩართო თავისი კომპიუტერი, რათა გაეკეთებინა ის, რასაც აკეთებდა მილიონობით ადამიანი ყოველდღიურად — iTunes-ში შესულიყო მუსიკალური ბიბლიოთეკის გასაახლებლად. კევინმა სრულიად უწყინარი რამ ჩაიდინა — მან იპოვნა და იყიდა სიმღერა „Somersault (Dangermouse remix)“. და აი აქ იწყება ყველაზე საინტერესო…

ისე მოხდა, რომ კევინ ბრიტენმა 100-მემილიონე ტრეკი შეიძინა iTunes-ში. მის ადგილას შესაძლოა აღმოჩენილიყო აბსოლუტურად ნებისმიერი, მაგრამ გაუმართლა კევინს. ამ შემთხვევითობისათვის კევინი უხვად დააჯილდოვეს: მან არა მარტო სასურველი სიმღერა მიიღო, არამედ სრულიად ახალი, 17 დუიმიანი PowerBook, iPod, 40 გბაიტიანი მეხსიერებითა და iTunes-ის ბონუს-ბარათი, 10 000 დოლარის ოდენობით. ანუ მას შეეძლო კიდევ 10 000 სიმღერის სრულიად უფასოდ მიღება.

Related posts