ეს დღე ისტორიაში

[ეს დღე ისტორიაში] 1997 წლის 9 ივლისი

74views

როდესაც ვინმე კითხულობს: „ვინ გადაარჩინა Apple?“, ინსტიქტურად პასუხი რათქმაუნდა — სტივ ჯობსია. მაგრამ ასე მარტივი არ არის ყველაფერი, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. ეს პასუხი, ისევე როგორც კითხვა, არ ითვალისწინებს სხვა საკვანძო კითხვას: „და ვინ დააბრუნა სტივი კომპანიაში?“

აი ამ მეორე კითხვაზე პასუხი აგრეთვე ყველასთვის ცნობილია — გილბერტ ამელიო. ამელიომ Apple-ის ხელმძღვანელობა მაშინ ითავა, როდესაც მაიკლ შპინდლერი ჩამოაშორეს ხელისუფლებას. ამელიომ გადაწყვიტა რადიკალური ცვლილებები განეხორციელებინა, მან მესამედით შეამცირა კომპანიის პერსონალი, „მოკლა“ პროექტი Copland და იყიდა კომპანია NeXT 400 მილიონ დოლარად.

მაგრამ ამავდროულად, როდესაც ამელიო სტივ ჯობსის მომავალი წამრატების ფუნდამენტს ქმნიდა, სამწუხარო ამბებიც მოხდა: Apple-ის დირექტორთა საბჭოს წევრები უკმაყოფილო იყვნენ აქციების ფასით, კომპანიის სარეკორდო ზარალითა და ცუდი მარკეტინგით.

ამის გამო ამელიომ გადაწყვიტა თანამდებობიდან წასვლა. მან დაწერა წერილი Apple-ის თანამშრომლების სახელზე, 1997 წლის 9 ივლისს, რომელიც სულ ორი წინადადება იყო:

მე სიყვარულით ვტოვებ Apple-ს თქვენს განკარგულებაში. წარმატებები, მე კიდევ გიგულშემატკივრებთ.

Comments

comments

Leave a Response