ეს დღე ისტორიაში 

[ეს დღე ისტორიაში] 2004 წლის 8 ივლისი

iMac ნამდვილი ბესტსელერი და ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი გახდა Apple-ისათვის. iMac გამოირჩეოდა საკმარისად ზომიერი ფასით, კარგი ტექნიკური მაჩვენებლებით, ფუნქციონალით და ინტეგრირებული მონიტორით. მოკლედ, iMac ყოველთვის მიმზიდველი იყო და რაც მთავარია — სასურველი.

სამწუხაროდ, Apple-მა ვერ შეძლო iMac-ით ყველას დაკმაყოფილება. პრობლემა წარმოშვა G4 ჩიპიდან G5 ჩიპზე გადასვლისას. ეს ახალი პროცესორი IBM-ს უნდა მოეწოდებინა, რომელიც სიტყვიერად მზად იყო ამისათვის. ამიტომ Apple-მა ნელ-ნელა დაიწყო G4-ის წარმოების შეკვეცა. და აი როდესაც უნდა დამდგარიყო დიადი მომენტი, IBM-მა ჯობსს „ახარა“, რომ ის მზად არ იყო: პროცესორები რამდენიმე თვის შემდეგ იქნებოდა მზად.

2004 წლის 8 ივლისს მოხდა ის, რისიც ყველას ეშინოდა — Apple-მა ოფიცილაურად განაცხადა, რომ ის წყვეტდა iMac G4-ის გაყიდვებს. ხოლო მისი შემცვლელი მოდელი მხოლოდ შემოდგომას გამოვიდოდა…

Related posts