როგორ ლამაზ, დახვეწილ და ხარისხიან პროდუქტებიც არ უნდა აწარმოებდეს კომპანია Apple, მასაც კი მოსვლია ნამდვილი მარცხი. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა იყო მრგვალი კომპიუტერული მაუსი — „hockey puck“, რომლითაც იყო აღჭურვილი iMac. მართალია, სტივ ჯობსი ცდილობდა ყველასთვის დაემტკიცებინა და აეხსნა, რომ ეს მაუსი საუკეთესოა, საუკეთესოთა შორის, რეალურად მას ნამდვილად ვერ დავარქმევდით ერგონომიულსა და ფუნქციონალურს. შედეგად ის ერთხელ და სამუდამოდ გაქრა დახლებიდან.
მაგრამ, ალბათ როგორც უკვე მიხვდით, Apple-ს არ შეეძლო უბრალოდ მოეხსნა გაყიდვიდან მაუსი და არ შეეთავაზებინა რაიმე უფრო მოსახერხებელი, ლამაზი და ფუქნციონალური. შედეგად, 2000 წლის 6 ივლისს, მან წარმოადგინა ახალი ქმნილება — Apple Pro Mouse.
ახალი მაუსი წარმოადგინეს WWDC კონფერენციაზე. ამ მაუსის წყალობით, Apple პირველი გახდა, ვინც თავისი კომპიუტერები სტანდარტულად ოპტიკური მაუსებით აღჭურვა. თუმცა ამ მაუსის ყველა ნაწილი არ ყოფილა შექმნილი Apple-ის კედლებში: Apple-ის მთავარი დამსახურება — სამრეწველო დიზაინი იყო, ხოლო შიდა მოწყობილობები შეიქმნა Sparkfactor Design-ში. Apple Pro Mouse მოყვებოდა ყველა ახალ კომპიუტერს, დაწყებული iMac G3-იდან. და ამ აქსესუარის თავისებურება იყო დაჭერის ძალის სამდონიანი პარამეტრი.