ეს დღე ისტორიაში 

[ეს დღე ისტორიაში] 1997 წლის 5 ივლისი

1997 წელს Apple-ის დირექტორთა საბჭომ თანმდებობიდან გადააყენა ჯილ ამელიო. ამ წელს კომპანიის საქმეები ვერ მიდიოდა კარგად, მაგრამ არც ცუდად — კომპანია სადღაც შუაში იყო გაჩხერილი, თუმცა ეს არაფრით არ აწყობდა დირექტორთა საბჭოს. როგორც ჩანს, ამელიოს დათხოვნამდე დიდი ხნით ადრე, საბჭო ჩამოყალიბდა და იცოდა, თუ ვის დანიშნავდა ამ თანმდებობაზე. ეს ადამიანი იყო „მრჩეველი“, რომელიც Apple-ში დაბრუნდა მას შემდეგ, რაც კუპერტინომ მისი კომპანია, NeXT შეიძინა.

ამელიოს გადადგომისთანავე, 1997 წლის 5 ივლისს, დირექტორთა საბჭომ სტივ ჯობსს შესთავაზა კომპანიის ხელმძღვანელის პოსტი. მაგრამ ახლა თქვენ ალბათ გაოცდებით, რადგან სტივმა უარი განაცხადა. ცოტა ხნის ფიქრის შემდეგ საბჭომ სტივს ამ თანამდებობის გარდა შესთავაზა გამგეობის თავმჯდომარის თანამდებობაც. ამ საინტერესო წინადადებაზეც უარი მიღეს ჯობსისგან.

სტივმა განაცხადა, რომ ის მზად იყო Apple-ის ხელმძღვანელობა ეტვირთვა არა უმეტეს 90 დღის განმავლობაში, ვინაიდან მას უკვე სხვა ცხოვრება ჰქონდა და ის მისთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო. საბედნიეროდ სიტუაცია ისე განვითარდა, რომ ეს სამი თვე თითქმის ათწლიან პერიოდში გადაიზარდა.

Related posts