ეს დღე ისტორიაში

[ეს დღე ისტორიაში] 1985 წლის 4 ივლისი

50views

ცოტამ თუ იცის, რომ 1985 წელს Apple-ის ხელმძღვანელობა, მათ შორის სტივ ჯობსი საბჭოთა კაშირს ესტუმრა. მათი ვიზიტი ტურსიტული ნამდვილად არ იყო, არამედ შეიძლება ითქვას, ძალიან კონკრეტული მიზნის მატარებელი — დაედოთ მსხვილი გარიგება სსრკ-ში Macinrosh-ის კომპიუტერების მოწოდებაზე. ყველაფერი კი 1985 წლის ზაფხულში დაიწყო, როდესაც სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ინფორმატიკის პრობლემების კვლევითმა ინსტიტუტმა დაიწყო იმ კომპანიის შერჩევა, რომელსაც უნდა მოწეოდებინა იმპორტული პერსონალური კომპიუტერები.

ეს სამუშაოები ინსტიტუტის საკუთარი ინიციატივით კი არ ტარდებოდა, არამედ კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტისა და სსრკ მინისტრთა საბჭოს 1985 წლის 28 მარტის №271 დადგენილების „საშუალო სასწავლო დაწესებულებების მოსწავლეთა კომპიუტერული წიგნიერებისა და სასწავლო პროცესში ელექტრონულ-გამომთვლელი ტექნიკის ფართოდ დანერგვის უზრუნველყოფის შესახებ“ ფარგლებში.

სწორედ 1985 წლის 4 ივლისს შედგა ინსტიტუტის ხელმძღვანელობის შეხვედრა სტივ ჯობსთან და ალბერთ აიზენშტადთან. დასაწყისისათვის ჯობსმა შესთავაზა 10 კომპიუტერის გამოგზავნა, ხოლო რამდენიმე თვეში სასწავლო სემინარის ჩატარება 250 ადამიანზე ამ მანქანების სასწავლო პროცესში გამოყენების სწავლისათვის. იდეა კარგი იყო, მაგრამ აშშ-მ აკრძალა ამ კომპიუტერების გაყიდვა საბჭოთა კავშირში, თუმცა სტივი ცდილობდა ეჩვენებინა ამ გარიგების დადებითი მხარეები.

საერთოდ, ეს ისტორია ძალიან გრძელია. ამბობენ, რომ იმავე დღის ბოლოს, დამღლელი შევხედრის შემდეგ ინსტიტუტის ხელმძღვანელობამ სტივ ჯობსი სპეციალურ ბანკეტზე მიიწვია, მოსკოვის ერთ-ერთ ქართულ რესტორანში. სამწუხაროდ, ისტორიამ არ შემოგვინახა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა დააგემოვნა სტივმა ქართული კერძებიდან.

Comments

comments

Leave a Response