ეს დღე ისტორიაში 

[ეს დღე ისტორიაში] 1987 წლის 2 ივლისი

არა მხოლოდ მომხმარებლები ოცნებობენ იმის შესახებ, რომ კომპიუტერი იყოს კარგი და იაფი. ხანდახან ამაზე უშუალოდ კომპიუტერის შემქმნელებიც ოცნებობენ. ერთ-ერთი ასეთი მეოცნებე გხლდათ ჯეფ რასკინი, რომელიც 1979 წელს იყო Macintosh-ის პროექტის ავტორი. ხოლო Canon Cat — ჯეფის გონების ერთგვარი ნაყოფი გახლავთ, რომელმაც 1987 წლის 2 ივლისს იხილა დღის შუქი და სამწუხაროდ ვერ შეძლოს პოზიციების გამყარება ბაზარზე.

Canon Cat იყო სპეციალური სამაგიდე კომპიუტერი, რომელსაც კომპანია Canon Inc. უშვებდა 1987 წელს. ერთი შეხედვით, კომპიუტერი არ გამოირჩეოდა სპეციალური ტექსტური რედაქტორებისაგან, რომლებიც ძალიან პოპულარული იყვენენ 80-იან წლებში, თუმცა სინამდვილეში გაცილებით მეტი შესაძლებლობა ჰქონდა და მრავალი უნიკალური იდეის მატარებელი გახლდათ. მომხმარებელს სთავაზობდნენ ტექსტურ ინტერფეისს, რომელიც არ იყენებდა მაუსს, ხატულებს, ან გრაფიკულ ინტერფეისს. აბსოლუტურად ყველა მონაცემები წარმოდგენილი იყო, როგორც ტექსტის გრძელი ნაკადი, გვერდებად დაყოფილი. ხოლო ტრადიციული ბრძანების სტრიქონის, ან მენიუს სისტემის ნაცვლად, Canon Cat-ში სპეციალური კლავშები, ან მათი კომბინაცია გამოიყენებოდა.

Canon Cat მონობლოკური კომპიუტერი იყო, რომელიც შედგებოდა 9 დუიმიანი მონიტორისაგან (შავ-თეთრი), დისკწამყვანისაგან და კლავიატურისაგან. სხვათშორის, პროცესორი ამ კომპიუტერში იგივე იყო, რაც Macintosh-ში — Motorola 68000. ყველა თვლიდა, რომ Canon Cat — სრულიად ტექსტური მანქანაა, მაგრამ ეს ასე არ არის. ის შეიცავდა გრაფიკულ პროცედურებს მუდმივ მეხსიერებაში და მაუსის გასართს. თუმცა ის არასოდეს არ გამოიყენებოდა.

კომპიუტერის ტექნიკური მახასიათებლები შემდეგი იყო:

პროცესორი: Motorola 68000, 5 მჰც ტაქტური სიხშირით;
მეხსირება: ოპერატიული — 256 კბაიტი, მუდმივი — 256 კბაიტი, ენერგოდამოუკიდებელი ოპერატიული — 8 კბაიტი;
ვიდეო: შავ-თეთრი 9-დუიმიანი ეკრანი, მხოლოდ ტექსტისათვის — 24 სტრიქონი, თითოში 80 სიმბოლოთი;
კლავიატურა: 49 კლავიში;
შემნახველი მოწყობილობა: 3,5 დუიმიანი დისკწამყვანი, დისკეტის მოცულობა 256 კბაიტი;
ინტერფეისები: RS-232C, Centronics, RJ-11 სატელეფონო ხაზთან მისაერთებლად.

Canon Cat 1987 წლის ექვსი თვის განმავლობაში გამოდიოდა. ამ პერიოდში სულ 20 000 მანქანა დაამზადეს.

Related posts