ეს დღე ისტორიაში 

[ეს დღე ისტორიაში] 2012 წლის 30 ივნისი

ორი წლის წინ, 2012 წლის 30 ივნისს, სერვისმა MobileMe შეწყვიტა თავისი არსებობა და ეს დღეს უკვე ისტორიის კუთვნილებაა.

MobileMe ფრიად საჭირო და სასარგებლო სერვისი იყო. მაგრამ გაუთავებელი პრობლემების გამო, რაც ამ სერვისის არსებობას თან ახლდა, Apple იძულებული გახადა დაეხურა ის და სრულიად ახალი სერვისი შემოეთავაზებინა ჩვენთვის, iCloud.

MobileMe შექმნა მოძველებული iTools-ისა და .Mac-ის სანაცვლოდ. Apple-ის ღრუბლოვანი სერვისების ისტორია 2000 წლის 7 იანვარს იწყება, როდესაც გაეშვა iTools, როგორც უფასო სერვისი Mac OS 9-ისათვის. უკვე 2002 წლის 17 ივლისს Apple ხელახლა ქოქავს სერვის, ამჯერად .Mac-ის სახელწოდებით. ეს სერვისი უკვე ფასიანი იყო.

და აი, 2008 წლის 9 ივლისს, WWDC-ზე Apple-მა კვლავ განაახლა სერვისი და წარმოგვიდგინა MobileMe: ის ხელმისაწვდომი გახდა Mac OS X, iOS და Windows საოპერაციო სისტემებისათვის. ხოლო სტივ ჯობსმა MobileMe დაახასიათა როგორც:

MobileMe — ეს არის Microsoft Exchange ჩვეულებრივი ადამიანებისათვის.

ნელი სვლა დასასრულისაკენ MobileMe-მ 2011 წლის 28 თებერვალს დაიწყო: სწორედ ამ დღეს გაყიდვიდან ამოიღეს MobileMe. ხოლო 2011 წლის 6 ივნისს, WWDC’11-ზე წარმოგვიდგინეს ახალი სერვისი, iCloud, რომელიც დღემდე სრულიად ანაცვლებს MobileMe-ს.

Related posts