აი ეს დღეც დადგა, ზუსტად 7 წლის წინ, 2007 წლის 29 ივნისს დაიწყო iPhone-ის გაყიდვა. თითქოსდა დიდი დრო არ გასულა, მაგრამ უკვე შვიდი თაობა ვიხილეთ ამ ტეელფონისა და სულ ორიოდე თვეში მერვე თაობასაც ვნახავთ. ამიტომ, მოდი თვალი გადავავლოთ განვლილ შვიდ წელს.
მაშ ასე, პირველი თაობის iPhone წარმოდგენილი იქნა 2007 წლის 9 იანვარს, ხოლო გაყიდვაში იმავე წლის 29 ივნისს გამოვიდა.
მეორე თაობა, iPhone 3G შემდეგ წელს, WWDC 2008-ზე ვიხილეთ.
iPhone 3GS წარმოადგინეს 2009 წლის 8 ივნისს.
iPhone 4 სტივ ჯობსმა 2010 წლის 7 ივნისს გვაჩვენა პირველად.
2011 წლის 4 ოქტომბერს წარმოდგენილი იქნა iPhone 4S.
2012 წელს ჩვენ ვიხილეთ პირველი iPhone, რომელსაც არ ჰქონდა 3.5 დუიმიანი ეკრანი, არამედ მისი ზომა 4 დუიმი გახდა და მას iPhone 5 ერქვა.
2013 წელს გამოვიდა გაუმჯობესებული და კვლავ 4 დუიმიანი iPhone 5S და სრულიად ახალი iPhone 5C მოდელები.
2014 წლის 15 სექტემებერს (სავარაუდოდ ამ დღეს) ჩვენ ვნახავთ iPhone 6-ს, კიდევ უფრო დიდი ზომის ეკრანებით: 4.7 და 5.5. დუიმი.
დაბადების დღეს გილოცავთ, iPhone!