სტივ კაპსმა თავისი კარიერა Apple-ში 1981 წელს დაიწყო. სამწუხაროდ, მისი სახელი იმდენად არ არის ცნობილი ყველასათვის, როგორც მისი დამსახურება. თუმცა ეს ადამიანი იმსახურებს განსაკუთრებულ ყურადღებას და მისი წვლილი Apple-ში და კომპანიის კომპიუტერულ პროდუქციაში უდავოდ ძალიან დიდია. სტივი ნიჭიერი ინჟინერი და პროგრამისტი იყო, ის ენთუზიაზმით მუშაობდა და მზად იყო ემუშავა მანამდე, სანამ არ მიაღწევდა დასახულ მიზანს.
უპირველეს ყოვილისა, სტივ კაპსი ცნობილი უნდა იყოს თავისი უზარმაზარი წვლილით Macintosh-ის შექმნაში. სხვათაშორის, სწორედ მან შექმნა Finder და სხვა სისტემური ხელსაწყოების დიდი ნაწილიც. როდესაც Apple მუშაობდა პროექტზე Newton OS, სტივ კაპსმა მრავალი სისტემური პროგრამის ძირითადი კოდი დაწერა.
1983 წლის იანვარში, Lisa-ს პრეზენტაციის შემდეგ, Macintosh-ის პროექტის მონაწილეებმა გამართეს მორიგი გასვლითი სემინარი. ღონისძიება სტივ ჯობსმა გახსნა სამი თეზისით, რომლებსაც უნდა შთაეგონებინა მთლიანად გუნდი და განეწყო ნაყოფიერი და რთული სამუშაოსათვის:
- შედევრები დათქმულ დროს;
- ჯობია იყო მეკობრე, ვიდრე იმსახური სამხედრო ფლოტში;
- წიგნის ზომის Mac უკვე 1986 წელს.
ფრაზა მეკობრებზე შემთხვევით არ იყო ნათქვამი, ბევრი Macintosh-ის გუნდიდან მოგვიანებით ამბობდა, რომ სტივ ჯობს ასე უნდოდა ეჩვენებინა, რომ ეს გუნდი — საუკეთესოა, ხოლო პროექტის „ვეტერანების“ ყველა სიტყვა იმის შესახებ, რომ გუნდი ძალიან გამრავლდა და მოუქნელი გახდა — სრული სისულელეა. სინამდვილეში Macintosh-ის გუნდი მართლაც ძალიან გაიზარდა და 1983 წლის აგვისტოში ისინი ახალ შენობაში გადავიდნენ. ეს შენობა Macintosh-ის სრულფასოვანი შტაბ-ბინა გახდა, სადაც 85-ზე მეტი ადამიანი მუშაობდა.
გადასვლამდე რამდენიმე დღით ადრე სტივ კაპსმა შავი ნაჭრის გარკვეული რაოდენობა შეიძნა და მისგან დროშა შექმნა, რის შემდეგაც სთხოვა სიუზან კარეს მასზე დაეხატა თავის ქალა გადაჯვარედინებული ძვლებით. დროშის ბოლო შტრიხი გახდა Apple-ის ემბლემა. „მხიარული როჯერის“ აღმართვა კვირა სარამოსთვის დაგეგმეს, ხოლო პირველივე სამუშაო დღე მეკობრეთა მოფრიალე დროშის ქვეშ დაიწყო.
მაგრამ სამწუხაროდ, სტივ კაპსი 1996 წლის 26 ივნის წავიდა Apple-იდან Microsoft-ში, სადაც 2001 წლამდე სამომხმარებლო ინტერფეისებზე მუშაობდა. ის გახლავთ MSN Explorer-ის შემქმნელი და იმ გუნდის წევრი, რომელიც Internet Explorer-ზე მუშაობდა.