ეს დღე ისტორიაში 

[ეს დღე ისტორიაში] 2011 წლის 25 ივნისი

2011 წლის 25 ივნისს დასასრულს მიუახლოვდა Apple-ის მესამე ფინანსური კვარტალი. ხოლო უკვე 19 ივლისს გამოქვეყნდა საჯარო ინფორმაცია. შედეგებმა გააოცა არა მხოლოდ „ვაშლის კომპანიის“ მოყვარულები, არამედ უშუალოდ Apple-ის ხელმძღვანელობაც კი. კომპანიამ მიაღწია ისტორიაში სარეკორდო მაჩვენებლებს შემოსავლებსა და მოგებაში.

აი, ასეთი განცხადება გამოქვეყნდა Apple-ის ოფიციალურ საიტზე:

კომპანიის რეკორდულმა კვარტალურმა შემოსავალმა შეადგინა 28,57 მლრდ. დოლარი, ხოლო რეკორდულმა მოგებამ — 7,31 მლრდ. დოლარი, ანუ თითო აქციაზე 7,79 დოლარი. შედარებისათვის, გასული წლის იგივე პერიოდისათვის შემოსავალი 15,70 მლრდ. დოლარი იყო, ხოლო მოგება — 3,25 მლრდ. დოლარი, ანუ თითო აქციაზე 3,51 დოლარი. კვარტალურმა საერთო მოგებამ 41,7% შეადგინა, გასული წლის 39,1% ნაცვლად. საერთაშორისო გაყიდვებმა კვარტალური შემოსავლის 62% შეადგინა.

კვარტლის განმავლობაში კომპანიამ გაყიდა 20,34 მლნ. iPhone — ზრდამ 142% შეადგინა გასული წლის იგივე პერიოდთან. Apple-მა გაყიდა 9,25 მლნ iPad — ზრდამ 183% შეადგინა გასული წლის იგივე პერიოდთან. Mac-კომპიუტერების გაყიდვებმა 3,95 მლნ. ერთეული შეადგინა, რაც გასული წლის იგივე პერიოდის მაჩვენებლებს 14% უსწრებს. iPod გაიყიდა 7,54 მლნ. მოწყობილობა, რაც 20% ნაკლებია გასული წლის იგივე პერიოდისათვის.

რათქმაუნდა, ასეთი რეკორდები კომენტარის გარეშე დატოვება სტივ ჯობსს არ შეეძლო, რომელიც იმ დროს სამწუხაროდ უვადო შვებულებაში იმყოფებოდა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო:

ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ჩავატარეთ საუკეთესო კვარტალი არსებობის მთელი პერიოდის განმავლობაში, შემოსავალი 82% გავზარდეთ და მოგება 125%. ახლა ჩვენ მთელ ყურადღებას iOS 5-ისა და iCloud-ის გამოშვებას ვუთმობთ.

Related posts