iPhone 3GS წარმოადგენს Apple-ის სმარტფონების მესამე თაობას. ის წარმოადგინეს 2009 წლის 8 ივნისს WWDC კონფერენციაზე და ის მორიგი სენსაცია აღმოჩნდა ყველასათვის. რაც არცაა გასაკვირი. Apple დიდ იმედებს ამყარებდა iPhone 3GS-ზე, რომლებიც სრულიად გამართლდა.
iPhone 3GS გააჩნდა აბსოლუტურად ახალი აკუმულატორი და პროცესორი, აგრეთვე 3 მეგაპიქსელიანი კამერა ავტოფოკუსით და VGA-ხარისხის ვიდეოს ჩაწერის შესაძლებლობით.
გაყიდვების ციფრები აკვირვებდა არა მარტო ჩვეულებრივ მომხმარებლებს, არამედ Apple-საც კი. 2009 წლის 22 ივნისს, გაყიდვების დაწყებიდან სულ 3 დღეში გაიყიდა 1 000 000 iPhone 3GS!