ეს დღე ისტორიაში 

[ეს დღე ისტორიაში] 1993 წლის 18 ივნისი

ფოტოზე გამოსახულია ადამიანი, რომელმაც ითავა Apple-ის ხელმძღვანელობა 1993 წლიდან და არა მარტო ითავა, არამედ გადაარჩინა გარდაუვალი გაყოფისაგან. ეს, როგორც ალბათ უკვე მიხვდით — მაიკლ შპინდლერია, მეტსახელად „დიზელი“.

1993 წლის 18 ივნისს, დილის შვიდ საათზე დაიწყო კომპანია Apple-ის დირექტორთა საბჭოს მორიგი, შეიძლება ითქვას, ისტორიული სხდომა. თავმჯდომარეობდა ცნობილი ვენჩურული ინვესტორი ართურ როკი. სხდომა ძალიან დიდხანს გაგრძელდა: მარტო ფინანსურ შედეგებს რამოდენიმე საათი განიხილავდნენ. შედეგების შეკამების შემდეგ, ართურ როკმა სთხოვა საბჭოს ორ წევრს დაეტოვებინათ დარბაზი. ეს ადამიანები იყვნენ სკალი და ეიზენშტატი.

ათიოდე წუთის შემდეგ უკან დაბრუნება მხოლოდ ეიზენშტატს სთხოვეს, მაგრამ კიდევ ოციოდე წუთის შემდეგ სკალიც მიიწვიეს. ისინი საკონფერენციო დარბაზში მანამდე იმყოფებოდნენ, სანამ იქ არ შევიდა Apple-ის მომავალი მეთაური მაიკ შპინდლერი. მის შემოსვლისთანავე ეიზენშტატმა დატოვა დარბაზი, მას უკან სკალიც მიჰყვა.

სკალიმ უარი თქვა კომპანიის მეთაურის პოსტზე, მაგრამ შეინარჩუნა დირექტორთა საბჭოს საპატიო თავმჯდომარის თანამდებობა. მოგვიანებით, სკალისთან საუბარში შპინდლერი იტყვის, რომ მას მხოლოდ 15 წუთი ჰქონდა, რათა მიეღო გადაწყვეტილება ახალ თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით. სინამდვილეში მან წინასწარ განიხილა ყველა დეტალი ეიზენშტატთან, ამიტომ ეს 15 წუთი მხოლოდ ფორმალობა იყო.

Related posts