საყვარელი კომპანიის კონკურენტებს შეიძლება პატივს სცემდე, შეიძლება გძულდეს: ყველა ისე იქცევა, როგორც საჭირო თვლის და სხვისი აზრის თავს მოხვევას აზრი არა აქვს. მაგრამ ერთი რამის უარყოფა ნამდვილად შეუძლებელია: კონკურენტების გარეშე ჩვენ დღეს ვერ ვიხილავდით Apple-ის მრავალ პროდუქტს და ტექნოლოგიას, რომლებსაც კომპანია წარმოგვიდგენს ყოველწლიურად. ერთ-ერთი პირველი კონკურენტი (და შესაძლოა დაუძინებელი მტერიც კი) Apple-ისთვის იყო კომპანია IBM.
ზუსტად 104 წლის წინ, 1911 წლის 16 ივნისს, აშშ-ში დაარსდა კომპანია Computing Tabulating Recording, რომელიც მოიცავდა Computing Scale Company of America-ს, Tabulating Machine Company-ს და International Time Recording Company-ს. ხოლო 1914 წლიდან კომპანიას სახელი შეეცვალა და დღემდე ის ცნობილია როგორც International Business Machines, ანუ IBM.
კომპანიის ერთ-ერთი გავრცელებული მეტსახელი გახლდათ „Big Blue“, „ცისფერი გიგანტი“. მეტსახელის წარმოშობის ვერსიები ბლომადაა. მაგალითად, ერთ-ერთის მიხედვით, ის წარმოიშვა იმ მაინფრეიმებიდან, რომლებსაც IBM უშვებდა 1950-1960-იან წლებში. ისინი დიდი ზომისა იყვნენ და ცისფრად შეღებილი. კიდევ ერთი თეორია — მეტსახელი მოდის კომპანიის დრეს-კოდიდან: ხელმძღვანელობა პერსონალისგან ითხოვდა ცისფერი პერანგებისა და პიჯაკების ჩაცმას (ხუმრობაც კი გაჩნდა: IBM — «Identical Blue Men» — «ერთნაირი ადამიანები ცისფერში»).
მგრამ სრული დარმწუნებით შეიძლება ითქვას, რომ IBM-მა იქონია ზემოქმედება არა მარტო Apple-ზე, არამედ მთელ მსოფლიოზე. სწორედ მის კედლებში გამოიგონეს მყარი დისკი, დისკეტები, შტრიხ-კოდები და მრავალი სხვა. სხვათაშორის, IBM-ის რამოდენიმე თანამშრომელმა ნობელის პრემიაც მიიღეს ფიზიკის დარგში: მაღალტემპერატურულ ზეგამტარობის აღმოჩენისათვის და Scanning Tunneling Microscope-ის გამოგონებისათვის.