მიმოხილვა

WWDC 2014-ის სიახლეები

69views

ჩვენმა მუდმივმა მკითხველმა უთუოდ იცის, რომ ივნისის თვე ყველა Apple-დეველოპერისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამ თვის პირველ ორშაბათს ყოველწლიურად ტარდება WWDC (World Wide Developer Conference) — Apple-ის დეველოპერების მსოფლიო კონფერენცია, სადაც კომპანია ძირითადში წარმოადგენს სიახლეებს პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებით. მართალია, ხანდახან გამოერევა ხოლმე აპარატურული სიახლეებიც, თუმცა წელს ასე არ მოხდა, კონფერენციის საკვანძო პრეზენტაცია მთლიანად Apple-ის საოპერაცო სისტემებს დაეთმო. მაგრამ, მოდი თანმიმდევრულად გავყვეთ.

ჩვეულებისამებრ, კონფერენციის საკვანძო პრეზენტაცია კომპანიის ამჟამინდელმა აღმასრულებელმა დირექტორმა, ტიმ კუკმა გახსნა. ტრადიცია, CEO-ს მიერ პრეზენტაციის წაყვანისა, ჯერ კიდევ სტივ ჯობსისგან მოდის და უცვლელად ხორცილედება უკვე მრავალი წელია. ჩვენ მოგვიანებით, ან თუნდაც ცალკე სტატიაში ვისაუბრებთ იმაზე, თუ რითი იყო ეს კონფერენცია გამორჩეიული, განსხვავებული და რატომ აღარ არის Apple ის კომპანია, რომელსაც ჩვენ სტივ ჯობსის დროს ვიცნობდით. კარგია, თუ ცუდი, ამას ჩვენ ალბათ რამოდენიმე წლის შემდეგ გავიგებთ.

აქცენტი გადატანილი იყო იმ სიახლეებზე, რომლებიც დეველოპერებისათვის იქნება მნიშვნელოვანი და რომლებიც განსაზღვრავენ იმ კურსს, რომელიც Apple-მა აირჩია უახლოესი რამოდენიმე წლისათვის. ამის შეფასება ამ ეტაპზე ცოტა ძნელია, თუმცა ის ხელსაწყოები, რაც ღონისძიებაზე აჩვენეს, შესაძლებლობას მოგვცემს შექვმნათ ისეთი რამეები, რაც Android-ზე გაცილებით გვიან გამოჩნდება.

ახლა მოდი თანმიდევრულად მივყვეთ წარმოდგენილ სიახლეებს.

OS X 10.10 Yosemite

უკვე ისტორიას ჩაბარდა Apple-ის საოპერაციო სისტემების კატისებრთა ოჯახის წევრების სახელების მინიჭება. შარშან ჩვენ მივიღეთ OS X 10.9 Mavericks. წელს ამ თემას პრეზენტაციაზე რამდენიმე წუთიანი ხუმრობაც დაუთმო კრეიგ ფედერიგიმ და ბოლოს გვამცნო, რომ ახალ ვერსიას OS X Yosemite ერქმევა. ანუ უახლოესი ათწლეული საოპერაციო სისტემების სახელები აშშ-ს ცნობილი გეოგრაფიული ადგილების სახელებით განისაზღვრება.

ახალი დიზაინი, უფრო მეტად მრავალფეროვანი, უფრო ბრტყლი, უფრო გამჭვირვალე. საკმაოდ სიმპათიური და მომხიბლავი, მე მომეწონა. ახალი სისტემური შრიფტი, შესაძლებლობა მთავარი მენიუს გაშავებისა (ქართველებს მოეწონებათ).

შეტყობინების ცენტრის ახალი ვიჯეტები — დიდ სურპრიზებს არ ველოდი, უბრალოდ საინტერესო მისადევნებელია ის ტენდენცია, თუ როგორ გადაედინება ფუქნციები iOS -სა და OS X-ს შორის, იმისდა მიხედვით, თუ სად გაჩნდა ის.

ახალი Spotlight, რომელიც მე ძალიან მიყვარს და აქტიურად ვიყენებ. ის ახლა კიდევ უფრო მძლავრი გახდა. ფრიად შთამბეჭდავი დემონსტრაცია მოგვიწყეს. ეს უკვე მარტო ძებნის ხელსაწყო აღარ არის, არამედ ინეტრაქტიული დამხმარე, რომელიც საშუალებას გვაძლევს მოვიძიოთ ყველაფერი ის, რაც შეიძლება დაგვჭირდეს. არ შეიძლება ამ ფუქნციის მნიშვნელობის მიფუჩეჩება. როგორც მე მგონია, ეს არის Apple-ის პირდაპირი თავდასხმა Google-ზე, მის ყველაზე მნიშვნელოვან სერვისზე.

iCloud Drive — შესაძლოა Dropbox მალე აღარ დაგვჭირდეს. შესაძლებლობა, ცივილურად შევინახოთ ჩევნი ფაილები ღრუბელში, თანაც Apple-ის ღრუბელში, ფრიად კარგი რამეა. იქვე შეიძლება წერილების დიდი დანართების გადატყორცნაც, ავტომატურად რათქმაუნდა და ადრესატი 5 გბაიტამდე დანართს უპრობლემოდ მიიღებს. მაგრამ ამაზე ცალკე სტატიაში ვისაუბრებ.

Mail-ზე საუბრისას, უნდა აღინიშნოს საფოსტო სერვერებთან გაუმჯობესებული სიქნრონიზაციის მექანიზმი. ამასთან გაჩნდა ახალი ფუნქცია, „annotate“ — გასაგზავნ წერილზე ტექსტური მინიშნებების, ისრებისა და სხვა გრაფიკული ობიექტების დამატება (აქ უკვე დაიძაბა Skitch).

მოწყობილობებს შორის მოქმედებების სინქრონიზაცია. მაგალითად, არედაქტირებ ფაილს კომპიუტერში, ღილაკის ერთი დაჭერა და — უკვე მუშაობ მობილურ მოწყობილობაში (ან პირიქით), AirDrop-ით გადაგზავნა iOS-სა და OS X-შ შორის (ამისთვის ერთი წელი დალოდებ დაგვჭირდა, მაგრამ ეს ამათ ღირდა) და მყისიერი Hot-Spot აიფონიდან, ყოველგვარი ზედმეტი მოძრაობის გარეშე — თითქოს უმნშვნელო დეტალებია, მაგრამ რეალობაში ძალიან სასარგებლო. რაც ყველაზე მეტად მომეწონა, შესაძლებლობა დარეკო პირდაპირ კომპიუტერიდან, უფრო სწორად, ზარი გადააგდო და გადმოაგდო ტელეფონიდან (აიფონი, რასაკვირველია) კომპიუტერში და ტაბლეტში. მუდმივი იმაზე ფიქრი, თუ სად დევს ტელეფონი, ჩანთაში, უჯრაში და ა.შ. წარსულს ბარდება. კიდევ ერთი სასიამოვნო სიახლე, iMessage-ში მობილური ოპერატორების SMS-ების სინქრონიზაცია, ესეც ჩემთვის ძალიან სასარგებლო ფუნქცია გახლავთ.

წელს OS X-ში ჩვენ ვერ ვიხილეთ ძალიან ბევრი განახლება და ეს გასაგებიცაა — OS X უკვე ზრდასრული, სერიოზული საოპერაციო სისტემაა, რომელიც ისედაც ძალიან ბევრ სასარგებლო ფუნქციას შეიცავს. ამ ეტაპზე ხდება არსებულის კიდევ უფრო გაუმჯობესება, დახვეწა და გალამაზება, რაც ძალიან მახარებს.

iOS 8

მობილური საოპერაციო სისტემის ახალმა ვერსიამ ბევრი სიახლე მოგვიტანა და კონკრეტულად ქართველ მომხმარებელს საფიქრალიც გაგვიჩინა. მცირე შესავალი, თუ რატომ და მერე გადავიდეთ სიახლეების განხილვაზე. Apple-ის პროდუქტებში ქართული ენის მხარდაჭერა ასე თუ ისე, ნორმალურად არის წარმოდგენილი. OS X-ში არ გაქვს არანაირი პრობლემა, კლავიატურის, შროიფტის და რეგიონალური პარამეტრების თვალსაზრისით. რასაც ვერ ვიტყვით iOS-ზე, სამწუხაროდ. ამ საოპერაციო სისტემის პირველ ოთხი თაობას საერთოდ არ ჰქონდა ქართული კლავიატურის მხარდაჭერა და მხოლოდ სისტემის შეტეხვის შემდეგ ხდებოდა შესაძლებელი მისი დაყენება, კუსტარული მეთოდებით. სამართლიანობისათვის, უნდა აღინიშნოს, რომ შრიფტის თვალსაზრისით არასოდეს არ ყოფილა რაიმე პრობლემა, დაწყებული სულ პირველი ვერსიებიდან (ხალხი ხშირად ურევს ერთმანეთში შრიფტსა და კლავიატურას. დაიმახსოვრეთ, შრიფტი არის ის, რისი საშუალებითაც შეგიძლიათ აღიქვათ ტექსტი ეკრანზე, ხოლო კლავიატურა — რისი საშუალებითაც შეგიძლიათ აკრიფოთ ეს ტექსტი). მეხუთე ვერსიაში მოხდა საოცრება — ბეტა ვერსიებში გამოჩნდა ქართული კლავიატურა. ამაში წვლილი რათქმაუნდა ქართველ ეფლისტებს მიუღვით, ისევე როგორც OS X-ის კლავიატურის შექმნაში. თუმცა მოგვიენებით მოხდა სამწუხარო ფაქტი — iOS 5-ის ფინალურ ვერსიაში კლავიატურა გააქრეს. მხოლოდ გარკვეული დროის შემდეგ, ერთ-ერთმა ქართველმა მომხმარებელმა, დათა მანიამ (აგრეთვე ცნობილი, როგორც Kilavagora) იპოვნა მეთოდი, რომლიც საშუალებას გვაძლევდა დამალული კლავატურა აგვემუშავებინა, სისტემის შეტეხვის გარეშე. ქართველებმა ვიზეიმეთ, ჭერშიც ვისროლეთ ჩეფჩიკები და დათას უამრავი მადლობას გადავუხადეთ! მე-5, მე-6 და მე-7 ვერსიებში ყველაფერი ასე ხდებოდა. კლავიატურა დამაულული იყო (ალბათ გარკვეული მიზნებით, რაზეც Apple სდუმს და არაფერს არ გვეუბნევა), მაგრამ მისი ამუშავება შესაძლებელი იყო. აი მერვე ვერსიის პირველივე ბეტაში მაგარად მოგვეხაზა ქართველ მომხმარებლებს. კლავიატურა გაქრა. დამალულიც კი. ან ჩვენ ვერ ვახერხებთ ძველი მეთოდით მის გამოჩენას.

საქმე იმაშია, რომ iOS-ის მერვე ვერსიიდან ფუნდამენტურად იცვლება კლავიატურების საკითხი ამ საოპერაციო სისტემაში. ის ე.წ. „გაფართოება“ ხდება სისტემის და არა მისი ძირეული შემადგენელი ნაწილი. დეველოპერს შესაძლებლობა ეძლევა დაწეროს რაგინდარა ტიპის კლავიატურა და App Store-ის საშუალებით გაავრცელოს. ჩვენ გვგონია, რომ სწორედ ამის გამო ქართული კლავიატურა გაქრა სისტემიდან და გუშინდელი დღიდან აქტიურად დავიწყეთ ორი მიმართულებით მუშაობა: Apple-ში ვაფრინოთ წერილი, აგვიხსნან რა ხდება და ჩვენით შევქნათ ახალი კლავიატურა. რომელი ვარიანტი გაამართლებს, ჯერ ძნელია რაიმეს თქმა, მაგრამ ჩვენ შევეცდებით შემოდგომამდე ერთ-ერთი მეთოდით მაინც აღავადგინოთ ქართული კლავიატურის საკითხი სისტემაში. ეს მოკლედ ამ საკითხთან დაკავშირებით, ახლა გადავიდეთ სხვა სიახლეებზე.

iOS 8-ში იცვლება დამოკიდებულება SMS-ებთან დაკავშირებით. თუ ადრე მობილური ოპერატორის ხაზების გავლით მოსული მტშ მხოლოდ ტელეფონში იყო და გამოყოფილი iMessage-ისაგან, ახლა ყველაფერი დასინქრონდება ყველა მოწყობილობას შორის. რაც მე ფრიად მახარებს. ვიანიდან აღარ ექნება მნიშვნელობა, დროს კონკრეტულ მომენტში რომელ მოწყობილობასთან ვმუშაობ: ტელეფონი, ტაბელტი, თუ კომპიუტერი — აბონენსტ ნებისმიერ შემთხვევაში მივერ პასუხს და მივიღებ კიდევაც. ასევე, შესაძლებელი გახდა არა მარტო ტექსტური და გრაფიკული გზავნილებისა, არამედ აუდიო და ვიდეოც მხარდაჭერილია ამიერიდან. მოკლედ, გულმშვიდად შეგიძლიათ გადაყაროთ სხვა IM-ები. მე ასე ვიზამ!

iOS-საც აქვს Spotlight ძებნის სისტემა. ახლა ის აგრეთვე iTunes Store-შიც ეძებს ტქვენი მოთხოვნის შესაბამისად, App Store-ში. ეს კარგია.

iCloud Drive სრულფასოვნად იქნება ინტეგრირებული სისტემაში, რაც მნიშვნელოვნად გაადვილებს ფაილების მიმოქცევას კომპიუტერსა და ტელეფონ/სმარტფონს შორის. ყოველშემთხვევაში, ვედროიდებს კიდევ ერთი „კოზირი“ გამოეცლებათ ხელიდან 😀

კიდევ ერთი სიახლე, პასუხის გაცემა შეტყობინებაშივე. მაგალითად, Facebook-ის შეტყობინებაზე „დალაიქება“ ან პასუხის მიწერა. აგრეთვე მხარდაჭერილია მესამე კომპანიების ვიჯეტები. შედეგად შეტყობინების ცენტრისათვის მალე ვიხილავთ ვებრ საინტერესო სიახლეს.

თუ ოჯახში რამდენიმე iOS-მოწყობილობაა, ახალ ვერსიაში შესაძლებელი იქნება ვიქონიოთ წვდომა ერთმანეთის აპლიკაციებზე და შიგთავსზე, ასევე ზიარი წვდომა კალენდრებთან, ფოტოებთან, ადგილმდებარეობასთან და ა.შ. თუ ბავშვი გადაწყვეტს შეიძინოს აპლიკაცია, შეტყობინება მოვა თქვენთან და ან დარტვათ ნებას, ან — არა.

ფოტოებთან დაკავშირებით ბევრი სიახლეა, რაც მე ძალიან მომეწონა. შესაძლებელია ფოტოების სინქრონიზაცია, რედაქტირება სხვადასხვა მოწყობილობებზე. ამ თემას ცალკე დავურბუნდები სხვა სტატიაში.

TouchID. ამ სიახლემ შარშან დიდი მოწონება დაიმსახურა, თუმცა ის მხოლოდ სისტემური აპლიაკციებისა და სერვისებისათვის იყო ხელმისაწვდომი. ამიერიდან მას სხვა აპლიკაციებიც გამოიყენებენ. ეს ძალიან კარგია.

ახლა გადავიდეთ სხვა სიახლეებზე.

HealthKit

Apple-მა შექმნა ცნტრალიზირებული API, რომლის მეშვეობითაც უზრუნველყოფილი იქნება მომხმარებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის ცენტრალიზებული შენახვა. ამასთან Apple-მა გადაწყვიტა დაიპყროს ჯანდაცვის სფერო. მაგალითად, საავადმოყოს შეეძლება მიიღოს ინფორმაცია პაციენტზე ტელეფონიდან ავტომატურად. ეს ისეთი მიმათულებაა, რაც სერიოზულად განვითარდება უახლოეს მომავალში.

HomeKit

მართალია, ბევრი ელოდა Apple-ისგან რაიმე ჭკვიან გაჯეტს, რომლიტაც შეძლებდა სხალის სხვა გაჯეტების მართვას, მაგრამ სინამდვილეში ჩვენ კიდევ უფრო კარგი რამე მივიღეთ — API. რათქმაუნდა გასაგებია, რომ Apple არ აპირებს რაიმე მოწყობილობების წარმოებას „ჭკვიანი სახლისათვის“ — ნათურების, კარებების და ა.შ. ეს უაზრობა იქნებოდა. სამაგიეროდ ის რასაც აკეთებს Apple, საშუალებას აძლევს მას იყოს ამ სახლის მთავარი კომპონენტი, რომელიც კრავს ერთმანეთთან სხვა „ჭკვიან ნივთებს“. მერწმუნეთ, სულ ცოტა ხანში ბაზარი გავსება მოწყობილობებით, რომლებიც მჭიდროდ იმუშავებენ iOS-თან და ჩვენ ჩვენი ტაბელტის, ან სმარტფონის მეშვეობით შევძლებთ ამ ყველაფრის მართვას. ჭკვიანური ნაბიჯია Apple, ბრავო!

CloudKit

თუ სწორად მივხვდი, ეს დაახლოებით Amazon Web Services მსაგვსი რამ უნდა იყოს, მაგრამ iOS-ის დეველოპერებისათვის. CloudKit-ის მიერთებით, დეველოპერი ღებულობს წვდომას არა მარტო სისტემურ გამოძახებებთან, არამედ iCloud-ის ინფრასტრუქტურასთანაც. ავტორიზაცია, მონაცემებთან წვდომა, ძებნა, შეტყობინებები — ეს ყველაფერი უკვე არის CloudKit-ში. მოკლედ, დეველპერებო, აბა თქვენ იცით!

ურთიერთქმედება აპლიკაციებს შორის

iOS-ში sandboxing-ის პრინციპის ხისტად შემოტანამ დაიცვა ეს საოპერაციო სისტემა უსაფრთხოების თვალსაზრისით, თუმცა ფრიად ხელს უშლიდა აპლიაკციებს შორის ურთიერთქმედებას. ახლა Apple-მა როგორც იქნა მოიცალა ამ პრობლემის მოსაგვარებლად. შედეგად, ახალი ვერსიიდან აპლიკაციები სრულფასოვნად შეძლებენ მონაცემთა გაცვლას ერმანეთში, უსაფრთხოების დონის დაცემის გარეშე. მეორე „დედა-ბოძი“ ეცლება ხელიდან ვედროიდების ბანაკს! 😀

Swift

სრულიად მოულოდნელად, Apple-მა წარმოგვიდგინა პორგრამირების ახალი ენა. ჯერ-ჯერობით ნაადრევია რაიმეზე საუბარი. თუმცა პირველი შეხედვით, საკამოდ კარგი რამე ჩანს. მე შევეცდები აქტიურად ჩავუღრმავდე ამ საკითხს და მოგახსენოთ ყველაფერი ისე, როგორც არის.

ახლა მოკლე რეზიუმეც. პრინციპში, ყველაფერი რაც მინდოდა, უკვე ვთქვი. ერთს დავამატებ:

WWDC 2014-მა გვიჩვენა — Apple საბოლოოდ გამოვიდა სტივ ჯობსის გარდაცვალების შოკიდან. მას ამისთვის სამი წელი დასჭირდა, მაგრამ ღირსეულად გაართვა თავი კომპანიის გადაწყობის საკითხს. 2 ივნისს ჩვენ სხვა Apple ვიხილეთ. არა სტივის კომპანია. სხვა.

რამდენად კარგია ეს, ან ცუდი, დრო გვიჩვენებს.

Comments

comments

Leave a Response