ეს დღე ისტორიაში

[ეს დღე ისტორიაში] 2000 წლის 9 ივნისი

87views

„Think Different“ — Apple-ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სარეკლამო სლოგანი, რომელიც დიდ სარეკლამო კამპანიაში გადაიზარდა. სლოგანი გამოიყენებოდა სატელევიზიო და ბეჭდვით რეკლამაში, აგრეთვე პრომო-აქციებში. სარეკლამო კამპანიის ლოზუნგი იზიდავდა IBM-კომპიუერების მომხმარებლებს.

ეს სლოგანი 1997 წლეს შექმნა სარეკლამო სააგენტო TBWA\Chiat\Day-ს ლოს-ანჯელესის ოფისში. სრულიად შესაძლოა, რომ ამ სლოგანში ირონიულად იყო გათამაშებული IBM-ის იმდროინდელი სლოგანი, „Think“, რომლის ავტორი თომას ვათსონი იყო.

სარეკლამო კამპანიის მიზანი იყო დაებრუნებინა ადრინდელი დამოკიდებულება Apple-სა და მის კლიენტებს შორის. ეს ურთიერთობები მნიშვნელოვნად შეიცვალა სტივ ჯობსის კომპანიიდან წასვლის შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ Apple-ის ხელმძღვანელები სტივის კომპანიაში არ ყოფნის პერიოდში (დაახლოებით 11 წელი) ნიჭიერი ადამიანები იყვენენ, ჰქონდათ სამეცნიერო ხარისხები ბიზნესში, ინჟინერიაში და ფიზიკაში, გაყიდვები მაინც სწრაფად ეცემოდა. ზოგიერთის მოსაზრებით, ეს იმით აიხსნებოდა, რომ ახალმა ხელმძღვანელობამ ვერ შეძლო გაეგო თავისი ძირითადი მომხმარებლისათვის. კომპანია არა მარტო ფულს კარგავდა — Apple-ის ბევრი ვეტერანი თანაშრომელი იმედგაცრუებული ტოვებდა კომპანიას. იყვენენ ისეთებიც, ვინც შემცირებაში მოყვა. ეს Apple-ის ისტორიის დასასრულს ჰგავდა.

სარეკლამო კამპანია იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ სრულიად დამსახურებულად, 2000 წლის 9 ივნისს Apple და TWBA\Chiat\Day დაჯილდოვდნენ ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდოთი — Grand EFFIE.

კამპანია „იფიქრე განსხვავებულად“ 2002 წლამდე გაგრძელდა, რის შემდეგაც დაიწყო ახალი — „სვიჩერების“ კამპანია (Switchers).

Comments

comments

Leave a Response