ეს დღე ისტორიაში

[ეს დღე ისტორიაში] 1977 წლის 5 ივნისი

59views

კომპიუტერი Apple I ძალიან პოპულარული იყო მოყვარულთა შორის, მაგრამ სამწუხაროდ ფრიად რთული ჩვეულებრივი მომხმარებლისათვის. Apple-ის ხელმძღვანელობა გრძნობდა, რომ უფრო მარტივი მოსახმარი კომპიუტერი ნამდვილი ბესტსელერი გახდებოდა. ასეც მოხდა — კომპიუყერი, რომელიც სტივ ვოზნიაკმა შეიმუშავა, ნამდვილი სენსაცია გახდა, გაყიდვების ციფრები ფანტასტიური იყო. ეს გახლდათ Apple II.

პირველი Apple II, რომელიც გაყიდვაში 1977 წლის 5 ივნისს გამოჩნდა, აღჭურვილი იყო პროცესორით MOS Technology 6502 1 მჰც სიხშირით, 4 კბაიტი ოპერატიული მეხსიერებით, 4 კბაიტი მუდმივი მეხსიერებით, სადაც ჩაწერილი იყო მონიტორი (მაშინა სე ერქვა საოპერაციო სისტემას), BASIC-ის ინტერპრეტატორითა და კასეტური მაგნიტოფონის ინტერფეისით.

ახლა Apple II ძალიან მოძველებულია, რათქმაუნდა. მაგრამ საოცარი ის გახლავთ, რომ დღემდე არსებობენ ენთუზიასტები, ვინც ცდილობს დღესაც მწყობრში ამყოფოს ეს კომპიუტერი და მასზე იმშაოს კიდევაც.

Apple II საკმაოდ ძვირი ღირდა იმ დროისათვის — 1298 დოლარი, ანუ დაახლოებით 2000 დოლარი თანამედროვე მაშტაბებით.

Comments

comments

Leave a Response