ორი დღეა, რაც მიმდინარეობს WWDC 2104, დეველოპერების ყოველწლიური კონფერენცია. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნა Apple-ის საოპერაციო სისტემების განახლებული ვერსიები. დეტალურ ინფორმაციას თითოეულ სიხლეზე შემდეგ სტატიებში მოგაწვდით, მანამდე კი შემოგთავაზებთ იმ სტატისტიკურ ინფორმაციას, რომლის მოწოდებით იწყება Apple-ის ნებისმიერი ღონისძიება:
- App Store-ში რეგისტრირებულია 9 მილიონი დეველოპერი. გასულ წელთან შედარებით 47% ზრდა აღინიშნება;
- გაყიდვები PC-სექტორში 5%-ით დავარდა, მაკების გაყიდვები 12% გაიზარდა. და ზრდა კვლავ გრძელდება.
- დღეისათვის მსოფლიოში 80 მილიონი მაკია, აქედან 40 მილიონი უკვე განახლდა OS X-ის უახლეს ვერსიაზე, ანუ ნახევარი. უნდა აღინიშნოს, რომ Wondows-პლათფორმაზე უახლეს ვერსიაზე (Windows 8) მხოლოდ 8% არის გადასული;
- OS X Mavericks-მა მოხსნა Mountain Lion-ის რეკორდი, რომელიც 35% გახდათ;
- ბოლო წლის განმავლობაში Apple-მა გაყიდა 800 მილიონი iOS-მოწყობილობა (500 მლნ – iPhone, 200 – iPad, 100 – iPod Touch);
- 130 მილიონმა ახალმა მომხმარებელმა პირველად შეიძინა iOS-მოწყობილობა, მრავალი გადმოვიდა Android-იდან. მომხმარებლის პროდუქტით დაკმაყოფილების მაჩვენებელი Apple-ის შემთხვევაში 97%-ია;
- iOS-მოწყობილობათა 89% განახლებულია iOS 7-ზე. Android Kit Kat-ზე მხოლოდ 9%-ია გადასული;
- App Store-ში ყოველ კვირას 300 მილიონი ადამიანი შედის (გასულ წელს — 7 მილიონი);
- წამში იქაჩება 1300 აპლიკაცია;
- ამ მომენტისათვის App Store-ში 1.2 მილიონი აპლიკაცია არის განთავსებული. ზრდა გასულ წელთან შედარებით 20%.
დარჩით ჩვენთან და უახლოეს დროში მოგაწდვით დამატებით ინფორმაციას სიახლეების შესახებ!