ეს დღე ისტორიაში 

[ეს დღე ისტორიაში] 2002 წლის 4 ივნისი

როდესაც Apple-მა წარმოადგინა ახალი iMac G4 პროცესორით, ხალხი გაოგნებული იყო. ყოველ შემთხვევაში მანამ, სანამ ფასი არ იხილეს, 1299 დოლარი. მათ, ვისაც არ შეეძლო ასეთი თანხის გადახდა, შეეძლო უფრო იაფი (მაგრამ უფრო ნელი) მოდელის შეძენა G3 პროცესორით.

მომხმარებლები, რომლებიც ხვდებოდნენ, რომ შანსი არ იყო G4 დაბალ ფასად შეეძინათ, ფრიად განაწყენებული იყვნენ. კომპიუტერი ფრიად დიდი ზომის იყო, მაგრამ ის ძალიან დიდ სიხარულს ჩუქნიდა მფლობელებს.

2002 წელს გაყიდვაში გამოჩნდა კომპიუტერი eMac (educational Mac), რომელშიც PowerPC G4 პროცესორი იყო 700 და 800 მჰც სიხშირით, გრაფიკული ბარათი NVidia GeForce2 MX, 128 ან 256 მბაიტი ვიდეო-მეხსიერებით და 40 გბაიტიანი მყარი დისკი.

Apple-ს გადაწყვეტილი ჰქონდა ეს მოდელი მხოლოდ საგანმანათლებლო სფეროში გაეყიდა. მაგრამ მომხმარებელთა დაჟინებული პროტესტის შედეგად კომპანიამ გადაიფიქრა 2002 წლის 4 ივნისს eMac თავისუფალ გაყიდვაში გამოუშვა.

Related posts