ეს დღე ისტორიაში 

[ეს დღე ისტორიაში] 1969 წლის 3 ივნისი

როდესაც სტივ ვოზნიაკი პირველად მივიდა კოლეჯში, მან კოლორადოს უნივერსიტეტი აირჩია. რისი სწავლა სურდა მას? რათქმაუნდა, მან აირჩია ელექტრომექანიკა. სამწუხაროდ, კოლეჯმა ვერ მისცა სტივს ის, რისი იმედიც მას ჰქონდა. ფაქტიურად, სიტუაცია იმდენად ცუდი იყო, რომ სტივ ვოზნიაკი იძულებული იყო ადვოკატი დაექირავებინა.

მაგრამ სანამ ადვოკატი საჭირო გახდებოდა, სტივ ვოზნიაკი სამუშაოდ თავის პირველ სამსახურში მოეწყო — კოლეჯის კაფეტერიაში. რათქმაუნდა, კაფეში მუშაობა, რამდენიმე ფაქტორის გამო არასასიამოვნოა (მათ ჩამოთვლას აზრი არა აქვს). ვოზის გამოცდილება ნულოვანი იყო, ერთხელ როდესაც მან ლანგრები არასწორად ჩაალაგა კონვეიერში, მთელი ჭურჭელი დაიმსხვრა. ასეთი შეცდომა მას მთელი სემეტრის ხელფასად დაუჯდა.

მაგრამ უკვე იმ წლებში, სტივი პრაქტიკულად მთელ თავისუფალ დროს კომპიუტერების შეწავლას ახარჯავდა. უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ შეამჩნია, რომ სტივ ვოზნიაკი თავისი პირადი პროგრამებით ზედმატად ტვირთავს საერთო ეგმ-ს. მას გარიცხვა დაემუქრა და რათა ეს ასე არ მომხდარიყო, სტივმა კვლავ ადვოკატს მიმართა. და უნდა ითქვას, რომ სწორედ ამ უკანასკნელმა გადაარჩინა ამ ბედისგან. გამოცდილებამ თავისი გააკეთა: 18 წლის ასაკში, 1969 წლის 3 ივნისს, სტივ ვოზნიამა საბოლოოდ დატოვა კოლეჯი და საყვარელ საქმეს დაუბრუნდა — კომპიუტერებს.

Related posts