სიახლეები 

WWDC 2014: რამოდენიმე ცინცხალი ამბავი

თუმცა WWDC 2014-ის დაწყებამდე ჯერ კიდევ რამდენიმე საათი არის დარჩენილი (ხოლო სან-ფრანცისკოში ჯერ კიდევ ღამეა), დეველოპერებმა უკვე დაიწყეს ადგილების დაკავება რიგში.

რათქმაუნდა, ამის გამო კონფერენცია უფრო ადრე არ დაიწყება, სამაგიეროდ ისინი პირველნი იქნებიან, ვინც ფეხს შეადგამს საგამოფენო ცენტრის დარბაზში.

თითოეულ დეველოპერს, რომელმაც შეიძნა ბილეთი WWDC-ზე, Apple ჩუქნის iTunes Gift Card-ს 25 დოლარზე. ეს ვერ იქნება დიდი კომპენსაცია იმ თანხის ფონზე, რაც ღირს ბილეთი, 1600 დოლარი. სხვათაშორის, ასევე სასაჩუქრე ნაკრებში შედის სპორტული ზედა კონფერენციის სიმბოლიკით.

წელს ე.წ. ბეიჯიკები მწვანე ფერისაა.

iOS 8 და OS X 10.10 ბანერები უკვე ჩამოკიდეს, თუმცა ჯერ დამალულია. ნეტავ რას წარმოადგენენ? iWatch? ახალი iMac?

ჩვენ შემდგომშიც მოგაწვდით ცხელ-ცხელ ინფორმაციას WWDC 2014-იდან. პირდაპირი ტრანსლაცია თბილისის დროით 21 საათზე დაიწყება Apple-ის საიტზე. არ გამოტოვოთ!

Related posts