როგორც ჩანს, ინფრომაციის გახშირებულმა გადინებამ ძალიან დაძაბა Apple: ზოგიერთი მონაცემით, კომპანიას იმედი აქვს ბოლო მოუღოს ინფორმაციის გადინებას მომავალი პროდუქტების შესახებ. ვინაიდან გადინების ძირიტადი ნაწილი აზიაზე მოდის, კერძოდ ჩინეთზე, მწარმოებელმა მიმართა ამ ქვეყნის ხელისუფლებას თხოვნით ბოლო მოეღოს ამ ყველაფერს.
როგორც წერს სონი დიკინსონი, ტიპი, რომელმაც რამდენიმე საიდუმლო გათქვა და საბოლოოდ სიმართლე აღმოჩნდა, Apple-მა დამხარება სთხოვა ჩინეთის სპეცსამსახურებს და შეუთანხმდა ხელისუფლებას, რომ უსაფრტხოების 200 სპეციალისტი გააკონტროლებს და დაიჭერს მათ, ვინც ეცდება გაყიდოს რაიმე ნივთი, რომელიც დაკავშირებულია Apple-ის სამომავლო პროდუქტებთან. ასეთი ნივთების სიაში შესაძლოა მოხვდეს სქემატური გამოსახულება, რენდერები, აქსესუარები, ფორმები. როგორ დაიჭერენ „მოჩურჩულეებს“, არ კონკრეტდება.
რამდენად ქმედითი იქნება ეს ღონისძიებები, ჯერ-ჯერობით უცნობია. ამასთან პრაქტიკა უნიკლაური არ არის: იგივე მეთოდს იყენებს HTC.
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ მონაცემები Apple-ის ქმედებების შესახებ ჯერ-ჯერობით ოფიციალურად არ დასტურდება. დიდი ხნის განმავლობაში კომპანიას გამოსდიოდა დაგეგმილი სიახლეების საიდუმლოდ შენახვა და ვინაიდან ძველი სტრატეგია აღარ მუშაობს — ყველამ უკვე კარგად იცის, როგორი იქნება მომავალი iPhone 6, — დროა კომპანიამ რაიმე ახალი მოიფოქროს.