1997 წლის 7 იანვარს შედგა Macworld Expo-ს მორიგი გამოფენა. იმ დროისათვის ჯონ სკალიმ უკვე დატოვა კომპანია Apple, ხოლო დირექტორთა საბჭოს ახალი ტავმჯდომარე გილბერტ ამელიო გახლდათ. გამოფენაზე ამელიომ განაცხადა, რომ მოიწვია სტივ ჯობსი Apple-ში, კონსულტანტის სახით და პარალელურად შეიძინა მისი კომპანია NeXT 427 მილიონ დოლარად. კომპენსაციის სახით სტივ ჯობსმა Apple-ის უამრავი აქცია მიიღო.
1997 წლის 2 ივნისს სტივ ჯობსმა დაიწყო Apple-ის აქციების გაყიდვა, თანაც ძალიან დაბალ ფასად. ასე, მაგალითად, ფასიანი ქაღალდების კომისიამ დააფიქსირა 1.5 მილიონი აქციის გაყიდვა თითო 15 დოლარად. სხვათაშორის, თვითონ სტივი ამაზე ყვებოდა 1997 წლის 11 აგვისტოს, როდესაც ინტერვიუ მისცა ჟურნალ „Time“-ს. თავდაპირველად ის სრულიად უარყოფდა ამ ფაქტს, მაგრამ შემდეგ აღიარა, რომ მისდა სამწუხაროდ მან დაკარგა რწმენა Apple-ში და ცდიობდა მოეშორებინა კომპანიის აქციები რაც შეიძლება სწრაფად.
მაგრამ კიდევ ერთი მოსაზრება, თუ რატომ მოიქცა სტივ ჯობსი ასე იყო ის, რომ მას სურდა გილბერტ ამელიოსადმი საზოგადოების ნდობის შერყევა. ვიცნობთ რა სტივს, ძნელი დასაჯერებელია, რომ ის აქციებს ასე იაფად მართლა კომპანიისადმი რწმენის დაკარგვის გამო ყიდდა. ყველა-ყველა და, მომავლის განჭვრეტა სტივ ჯობსს ყოველთვის შეეძლო.