1977 წლის 5 ივნისს კუპერტინომ წარმოადგინა თავისი ახალი კომპიუტერი, Apple II, მან სრულებით შეცვალა ადამიანების წარმოდგენა პერსონალურ კომპიუტერებზე. მაგრამ ნამდვილი ბლოკბასტერი გახდა Apple II Plus, რომლის გამოშვება ორი წლის შემდეგ, 1979 წლის 1 ივნის მოხდა — მისი გაყიდვები უბრალოდ გიჟურად დიდი იყო.
Apple II Plus-ის ტექნიკური პარამეტრების ნახვისას ძნელია თქმა, რომ ის დიდად განსხვავდებოდა უფროსი თანამოძმისაგან. ახალ მოდელს ჰქონდა 48 კბაიტი ოპერატიული მეხსიერება, თუმცა სურვილის შემთხვევაში მისი გაზრდა შეიძლებოდა 64 კბაიტამდე სპეციალური ბარათის, language card-ის მეშვეობით. ყველაზე საინტერესო — მიკროპროცესორს 6502 შეეძლო მხოლოდ 64 კბაიტი მეხსიერების ადრესაცია. სტანდარტულ მოდელში 48 კბაიტი ოპერატიულის გარდა, იყო 16 კბაიტი მუდმივი მეხსიერება და თუ დამატებით ბარათს ჩავაყენებდით, მაშინ ის ჩაანაცვლებდა მუდმივ მეხსიერებას.
რეალურად, არა უშუალოდ Apple II Plus იყო ასეთი შესანიშნავი, არამედ ის შესაძლებლობები, რომლებსაც ის გვთავაზობდა. ყველაზე მნშვნელოვანი იყო დისკწამყვანი, რომელიც უშუალოდ სტივ ვოზნიაკმა შექმნა. მისი წყალობით, ფაილებისა და მონაცემების შენახვა გაცილებით გამარტივდა. მაგრამ მაინც, ეს იყო დამატებითი მოწყობილობა, რეალური დიდი მიღწევა გახლდათ ახალი ტიპის პროგრამა — VisiCalc.
VisiCalc იყო პირველი პროგრამა, რომელიც საშუალებას გვაძლევდა გვემუშავა ცხრილებთან და სცენარებთან „what if“, რასაც ხელით მუშობისას რამდენიმე საათი დასჭირდებოდა. Apple II Plus წყვეტდა ამ საკითხებს პრაქტიკულად მყისიერად.
Apple II Plus-ის გაყიდვები 1979 წლის 1 ივნის დაიწყო, 1195 დოლარად.